ტენდენციები მოდიდან გადასული 5 ნივთი, რომელთა გადაყრასაც ურჩევენ საზოგადოებას მოდის სამყაროს მესვეურები 2013, 27 ივლისი, 4:01 მოდა ძალიან სწრაფად იცვლება, ისე, რომ ძველი მოდური ტენდენციების გაცნობასაც კი ვერ ასწრებ, უკვე ტენდენცია შეცვლილია.სტატიაში შევეცდები წარმოგიდგინოთ გასული წლის ყველაზე მოდური სტილი, რომელიც 2013 წლის ზაფხულმა სიახლეებით ჩაანაცვლა და როგორც მოდის მიმდევრები გვირჩევენ, ქვემოთ დასახელებული 5 ნივთი უნდა გადავყაროთ საერთოდ.
1) გასული წლის სპორტულ სტილში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, "იზაბელ მარანტის" ფირმის კედებმა აურზაური გამოიწვია მოდის სამყაროში.რასაც თან ერთვოდა კედების პოდიუმებზე გამოჩენა.მოდის მესვეურებმა ე.წ. " მარანტები", რომელიც რამდენიმე სმ სიმაღლეს მატებდა გოგონებს, შეცვალეს უფრო პრაქტიკული კედებით, რომელსაც ქუსლი საერთოდ არ გააცნია.
2) გალიფი შარვალი, რომელიც ალადინის ზღაპრის გმირებს ახსენებდა ყველას, შეიცვალა ვიწრო გრძელი შარვლებით, რომელიც უფრო პრაქტიკულიცაა და ელეგანტურს ხდის არა მარტო მოდელს, არამედ თითოეულ ქალბატონს. 3) საზაფხულო ჩექმა, რომელიც გასული სეზონის ყველაზე საშინელ და აბსურდულ ბრენდად შეაფასეს მოდური სამყაროს მიმდევრებმა.სტილი, რომელიც არც ერთ ტანსაცმელს არ უხდებოდა, ჩაანაცვლეს ჩექმა - გლადიატორით". 4) უკვე რამდენიმე წელია, გრძელი ქვედა ბოლოები არ შეცვლილა მოდურ სამყაროში, რომელიც ისტერიის მიზეზიც გახლდათ, მაგრამ მიმდინარე წლის საზაფხულო სეზონზე შეიცვალა ის და ე.წ."ბერმუდით" მოხდა ამ სტილის ჩანაცვლება. 5) ბოლოს კი საყოველთაოდ ცნობილი გამოსასვლელი კაბები, რომლის წინა მხარე მოკლე იყო, ხოლო უკანა მხარე განსაკუთრებული სიგრძით გამოირჩეოდა.2013 წლის ზაფხულის სეზონზე შეიცვალა სტილი, გამჭვირვალე გახდა და შიფონის ნაჭრებით მოხდა მისი ჩანაცვლება. უფრო მოხდენილი, ნათელი და გამჭვირვალე კაბები გახლავთ თანამედროვე სტილი. 1336 25-ს მოსწონს 1-ს არა
|