x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
მოქალაქეების 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატიაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოქალაქეთა ნახევარზე მეტი პოლიტიკაზე საუბრობს. ასეთი 55%-ია, ამათგან 84% ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს ოჯახებში განიხილავენ. იმ პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მოქალაქეების 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატიაა. მათთვის დემოკრატია კი ძირითადად სიტყვის თავისუფლებასთან და განსხვავებული აზრის მოსმენასთან ასოცირდება. 39% დემოკრატიას მიაკუთვნებს კანონის წინაშე თანასწორობას. გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. 11% თვლის, რომ საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება. თითო თითო პროცენტი აქვთ შემდეგ მოსაზრებებს: საქართველო უკვე დემოკრატიაა და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს და საქართველო არ არის და არც არასოდეს იქნება დემოკრატიული სახელმწიფო.

მოსახლება იმ რეფორმებზეც საუბრობს, რომელსაც ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან. გამოკითხულთა 45%-სთვის ჯანდაცვის რეფორმა იქნება ყველა მნიშვნელოვანი საქართველოში და სასურველია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში განხორციელდეს. მეორე ადგილს სოფლის მეურნეობის რეფორმირება იკავებს (39%), ხოლო მესამე ადგილზე საპენსიო რეფორმაა (28%).

NDI-ის პროექტების საქართველოს დირექტორი ლუის ნავარო ამბობს, რომ მიუხედადავ ამ სფეროების გამოკვეთისა, მოლოდინები საზოგადოებაში მათი განხორციელების მიმართულებით დაბალია.

NDI-ის კვლევები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში", 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. სულ პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3161 რესპონდენტი გამოიკითხა.imageimageimage

0
18
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0