ახლა მე მოგიყვებით ცნობილებზე, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი აგრესიულობით. 1. კრის ბრაუნი - ახალგაზრდა მომღერალი ცნობილი გახდა მისი ნაზი ხმის და ცნობილ ვარსკვლავთან რიანასთან ურთიერთობის წყალობით. რამოდენიმე ხანი ეს ურთიერთობა გრძელდებოდა მისაბაძად, თუმცა 2009 წელს პოლიციაში მიიღეს განცხადება. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელო კამათის დროს შეყვარებულმა, რბილად რომ ვთქვათ აწია რიანაზე ხელი. ამ კამათის შედეგი მშვენივრად აისახა რიანას სახეზე მრავალი სისხლჩაქცევებით, დაზიანებებით და გატეხილი ცხვირით. ყურადღებით როდესაც გასინჯეს რიანა, მედიკოსებმა ტვინის შერყევაც დააფიქსირეს. ამ ბოლო ხანებში მას კიდევ მოუვიდა "გაუგებრობა". გზაჯვარედინზე მომღერალი უცხო მარკის ავტომობილის წინაშე აღმოჩნდა და მან მეტი ვერაფერი მოიფიქრა, იმის გარდა, რომ დაჯახებოდა მძღოლს და დანაშაულის ადგილიდან მიმალულიყო.
2. ბორკი - იმისთვის, რომ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოს ირლანდიელი დივა, არ არის საჭირო ოფიციალური მიზეზი. საკმარისია უბრალოდ ცუდი განწყობა. ცნობილია შემთხვევა, მომღერალმა სცემა ჟურნალისტი უბრალო ღიმილისთვის. ინციდენტის დღეს მან გაიგო, რომ მისი ალბომების გაყიდვა დაეცა მკვეთრად. მომღერალმა საკუთარი ქცევა იმით ახსნა, რომ ჟურნალისტმა იცოდა ყველაფერი და მისი დაცინვა გადაწყვიტა.
3. ნაომი ქემბელი - მისი ხასიათის გამო მხოლოდ მძღოლები და პაპარაცები არ განიცდიან, ადმინისტრაციის პერსონალი და კერძო მოსამსახურეებიც ასე არიან. მობილური ტელეფონი მის ხელში მასობრივი განადგურების იარაღად იქცევა. მან მობილურით 4 მოსამსახურე დააზიანა, იმის გამო რომ ვერ იყო განწყობაზე. ვარსკვლავის მენეჯერები განიცდიან ძალიან, ნაომის ხომ შეუძლია უბრალოდ სცემოს ადამიანი, თან მას სამართალწარმოება არ აშინებს. ![ყველაზე აგრესიული ვარსკვლავები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072619354517981.jpg)
4. რასელ ქროუ - დიდი მოჩხუბარი არ გახლავთ, მას არ დაურტყამს ჟურნალისტებისათვის, თუმცა სიმთვრალის გამო ჩხუბში არა ერთხელ ჩართულა. თუმცა მისდა საამაყოდ უნდა ვთქვათ, რომ მას ხელი სუსტი სქესის წარმომადგენლებისათვის არასდროს აღუმართავს. მისი აგრესიულობით შეიძლება განიცადოს ყველამ, გარდა ბავშვებისა და ქალბატონებისა. ![ყველაზე აგრესიული ვარსკვლავები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072619420417981.jpg)
5. მელ გიბსონი - ის დიდი ხნის განმავლობაში აფრქვევდა აგრესიას მხოლოდ სცენაზე, მაგრამ მის ცხოვრებაში აქსანა გრეგორევას გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ![ყველაზე აგრესიული ვარსკვლავები image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072619472617981.jpg)