ქალი და მამაკაცი "დუმილი, ვით სამარე"... (2 ნაწილი) 2013, 26 ივლისი, 18:16 23 თებერვლის დილა გათენდა. დღე ე.წ. "მამაკაცთა დღესასწაულის". გოგონებმა მიულოცეს, დალოცეს, მაგრამ დალევის თავი აღარ ჰქონდათ, მიხვდნენ ძალიან გადაღლილიყვნენ და დაძინება გადაწყვიტეს. ბიჭები საძინებელში, თიკა და ვილმა კი "ლოჯაში" მოთავსდნენ. მძინარე ვილმა უცებ ვიღაცამ გამოაღვიძა, შეშინებულმა გაახილა თვალები და დიტოს ცისფერ თვალებს შეეფეთა. წამოდგა და აივანზე გავიდნენ. ყველას ღრმა ძილით ეძინა ირგვლივ, მხოლოდ მათი ჩურჩული არღვევდა ღამის წყვდიადს. *** ვილმა, ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა ძალიან მომეწონე, შენში ჩემი ოცნების ქალი დავინახე და მინდა ბედნიერი მომავალი დავამყარო ახლანდელ იმედებზე. "პიჟამოიანი" გაოგნებული ვილმა სიცივის და სიხარულის კანკალმა აიტანა, ჩაეხუტა დიტო მას და აკოცა, შემდეგ კი გაყინული ტუჩებით მთელი სახე დაუკოცნა. დიტოს ცივმა ტუჩებმა გამოაფხიზლა ვილმა, გაახილა თვალები, ხედავს საწოლში წევს და თიკა დასცინის. გაიზმორა, ტორტის სანთელი გამოიღო ბალიშის ქვეშიდან, ადგა, სარკეში ჩაიხედა და იკივლა; რას ხედავს, კბილის პასტები უსვია სახეზე, გაეცინა და გულში თქვა: "ესეც დიტოს გაყინული ტუჩებიო". ცოტახანში ბიჭებიც ადგნენ. თიკამ გიო მოიხელთა სამზარეულოში მარტო და სთხოვა დიტოს ნომერი, ვითომ თვითონ მოწონდა იგი, ვილმა არ გათქვა. *** თიკა ეს შეუძლებელია... - რატომ გიო? შეყვარებული ჰყავს დიტოს? *** არა, არ ჰყავს, მაგრამ მაინც... იცი თიკა, დიტო სხვანაირი ტიპია, არა შენი შესაფერისი, გოგოსთან გრძნობები მისთვის წარმოუდგენელი რამეა, ცხოვრობს თავისუფლად, მხოლოდ ერთი დღისთვის და არ მინდა მისი მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდე. გთხოვ შეეშვი მაგ აზრს და ფიქრებს მასზე. დიდი ხანია იცნობ და რაღა ეხლა დაინტერესდი? - ნუთუ ისეთი სულელი გგონივარ და მასთან თავს დავიმცირებ თუ კი მას არ მოესურვება ჩემთან ურთიერთობა? *** ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ, ის ჩემი ძმაკაცია, შენ კი ბიძაშვილი. - გთხოვ გიო, გთხოვ, გთხოვ და ურთიერთობის შესახებ არაფერს დაგიმალავ გპირდები. *** მაშინ ეს ამბავი ჩვენს შორის უნდა დარჩეს. დაიყოლია თიკამ გიო. გახარებულმა მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცა და ოთახში გაიქცა. მივიდა ვილმასთან, ხელი ჩაავლო და საძინებელში გაიყვანა, მუჭა გააშლევინა და დაკეცილი ქაღალდი ჩაუდო. --- თიკა ეს რა არის? *** ძალიან გაგიხარდება, როცა ნახავ რა არის. (გაუღიმა მეგობარს) ––– ვერ გავიგე თიკ... *** სულელო, დიტოს ნომერია, გეგონა ვერ მიგიხვდი? მზესავით ანათებ და ეს კარგის ნიშანია. --- არა, არ შემიძლია თიკა, ხომ იცი ჩემი ამბავი, რა უნდა მოვიმოქმედო, მისგან ვერაფერს ვგრძნობ, ეს სისულელეა, მას არ დავურეკავ. *** მორჩი სისულელეს, ცდა ბედის მონახევრეა, ხოდა წარმატებები. (და ოთახიდან გავიდა) ვილმამ ფურცელი დაკეცა, ჩაიდო ჯიბეში და გამოვიდა მისაღებ ოთახში სადაც სხვა ყველა დანარჩენი იმყოფებოდა. ახალგაზრდებმა ისადილეს, იცინეს და ბოლოს დაიშალნენ. გოგონებმა გააცილეს სტუმარი ბიჭები გაჩერებამდე და თან ვილმაც გაუყვა სახლისკენ გზას, თიკაც მასთან ავიდა. ქეთი (ვილმას დედა) გახარებული შეეგება მათ და გოგონებმაც გაუზიარეს მოლხენის ამბები. 60 14-ს მოსწონს 1-ს არა |
აქ ვართ და ველი
მეტ-მეტი წერე:))))))))))))))
კარგია