სხვა მე,როგორც ერთერთი თქვენთაგანი... 2013, 26 ივლისი, 16:11 იცით, დრო გასულა ბევრი, თან წლები რომ მიჰყოლია ერთმანეთს, იყო დღეები ფერადი... სურვილი დიდი იყო მეწერა, თითქოს არცთუისე მნიშვნელოვანი. ამეკვიატა ფიქრები, როგორც იცის ხოლმე, ძალიან ბევრი რამ რასაც განვიცდი, შეიძლება არამოდური იყოს. რატომღაც ერთ განზომილებაში მოიქცა თითქმის ჩემი თანამედროვეობა, ის რაც სტკივა სხვას, არადამაფიქრებელია გარშემოსთვის, დროებამ მოიტანა ვგონებ რეჟიმი რაღაც არასტანდარტული... ნაყიდ წყვილ ფეხსაცმელს, მოდურს, ბრენდირებულს, ასე გულმოდგინედ რომ მეორდება გონებაში ფასი მასში გადახდილი, და ფიქრი იმისა როდის შევძენთ მრავალფეროვნებას ჩვენს გარდერობს, რაღაც აკვიატების მსგავსი იბადება თითქოს და ჩნდება ადამიანში მესაკუთრეობის დიდი სურვილი ფლობდეს მოდურს... დღე იყო მახოვს ხუთშაბათის, რომ ჩავიარე რუსთაველზე, ჭრელი იყო თაობა, სტანდარტული იყო მხოლოდ სახეები ხანდაზმული ადამიანების, ალბათ უნდა განმეცადა მაინც, ის სევდა რომელიც სდევდა გამოწვდილ ხელებს, შემწეობის მოლოდინში მყოფი მოხუცის, მაგრამ უმეტესი რაც იზიდავდა გონებას, ხედვას მაღაზიის თვალწარმტაცი ვიტრინა იყო, ე.წ "ბრენდები" რომ იმზერდნენ მაცდურად. მარტივია თავის დაღწევა ალბათ სენისგან, "რაც შეიძლება მეტი ვიყიდო, რომ განწყობა ამაღლდეს", მაგრამ მონდომება მისი უარყოფის მეტად მცირე. მე, როგორც ერთერთი თქვენთაგანი მძიმედ ვგრძნობ, ჩემს როგორც ადამიანის დიდ სისუსტეს, რაც შეიძლება ბევრი მე! გავლიე ლამის 28 წელიწადი, და მერე რა?! იყო გაზაფხული, შემოდგომა, დათვალა წელიწადმა სეზონები და მე ისევ ისევ მივყვები ხოლმე რუსთაველს, როცა კი მოვიცლი ... 10 1-ს მოსწონს
|