ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართავს -აუხსნას გია ხუხაშვილს, რომ მედიასთან ურთიერთობის სხვა ფორმები მოძებნოს.
ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ მას უკვე თქვენი მრჩეველი ჰქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულბ პრესის ფურცლებზე, რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის "იმედის" ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს. აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ამან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება ასე საჯაროდ მომემართა თქვნთვის - ამჯერად თქვენ ურჩიეთ (აუხსენით) ხუხაშვილს, რომ იქნებ ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს :) წინაწარ გიხდით მადლობას:)" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი