შოუბიზნესი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ვარსკვლავები, რომლებსაც ჯერ 30 წელი არ შესრულებიათ (10 ფოტო) 2013, 26 ივლისი, 14:52 წარმოგიდგენთ რეიტინგს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ვარსკვლავებს, რომლებსაც ჯერ 30 წელი არ შესრულებიათ.
1. ლედი გაგაშემოსავალი: 80 მილიონი ამერიკული დოლარი. ლედი გაგას შემოსავალი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არ ჩაეშალა გასტროლები "Born This Way Ball"-ში ოპერაციის გამო ბარძაყზე, რომელიც გამოიწვია ძალიან მაღალი ქუსლიანებით სიარულმა. 2.ჯასტინ ბიბერი შემოსავალი: 58 მილიონი ამერიკული დოლარი. 19 წლის პოპ შემსრულებელი კანადიდან გასულ წელს მოხვდა ჟურნალ "Forbes"-სი გარეკანზე. ბიბერი ასევე არის აქციონერი ონლაინ-მესინჯერი "Enflick", ვიდეო ჩატი "Tinychat" და მუსიკალური სერვისი "Spotify". 3.ტეილორ სვიფტი შემოსავალი: 55 მილიონი ამერიკული დოლარი. მომღერალმა ოქტომბერში გამოუშვა ალბომი "red", რომელიც გაიყიდა პირველსავე კვირას 1.2 მილიონ ეგზემპლარად. 4.კელვინ ჰარისი შემოსავალი: 46 მილიონი ამერიკული დოლარი. დიჯეი და პროდიუსერი, შემოქმედებითი კარიერა დაიწყო ჩანაწერების გამოქვეყნებით "Myspace"-ზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან 150 კონცერტი ჩაატარა. საკუთარი კომპოზიციების გარდა ის კოლეგებსაც უწერს სიმღერებს, მაგალითად ის არის ავტორი სიმღერისა "We Found Love" რიანას შესრულებით. 5.რიანა შემოსავალი: 43 მილიონი ამერიკული დოლარი. 25 წლის ბარბადოსის მკვიდრმა ბოლო წლის განმავლობაში უკვე ჩაწერა მეშვიდე ალბომი "Unapologetic", ჩაატარა დაახლოებით ორმოცამდე კონცერტი და შეასრულა ისეთი ჰიტები, როგორებიც არის "Diamonds" და "Stay". 6.კეიტ პერი შემოსავალი: 39 მილიონი ამერიკული დოლარი. გარკვეული შემოსავალი მას აქვს, ბიოგრაფიული ფილმიდან "Katy Perry Part of Me", რომელმაც კინო გაქირავებაში მოაგროვა სერიოზული თანხა. 7.ადელი შემოსავალი: 25 მილიონი ამერიკული დოლარი. ბრიტანელი მომღერალი დედა გახდა და ჩაწერა "საუნდტრეკი" "ჯეიმს ბონდის" ბოლო სერიისათვის სიმღერით "Skyfall" და მიიღო ოსკარი პროფილურ ნომინაციაში. 8.ჯენიფერ ლოურენსი შემოსავალი: 26 მილიონი ამერიკული დოლარი. ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი მას წარმატება მოუტანა მთავარმა როლმა ფილმში "მშიერი თამაშები" ასევე მან აიღო ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩემი შეყვარებული გიჟია". 9.კრისტენ სტიუარტი შემოსავალი: 22 მილიონი ამერიკული დოლარი. მთავარმა როლმა საკულტო ფილმში "ბინდი" დაეხმარა სტიუარტს რამოდენიმე წელში გამხდარიყო ჰოლივუდის ერთ ერთი შეძლებული მსახიობი. 10.ტეილორ ლოტნერი შემოსავალი: 22 მილიონი ამერიკული დოლარი. ლოტნერი გახდა მოზარდების კუმირი მას შემდეგ, რაც მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში "ბინდი". 119 5-ს მოსწონს
|