x
ნეიმარი: "ფეხებს კი ვიპარსავ, მაგრამ მეტროსექსუალი არ ვარ".

image"ბარსელონას" ახალმა ვარსკვლავმა ნეიმარმა საკმაოდ პიკანტურ თემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს მეტროსექსუალად არ მიიჩნევს.
"დიახ, მართლაც მიყვარს გართობა, ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და თმის მოვლის კარგი საშუალებებისთვის მაღაზიებში სიარული.
ამას გარდა, ვიპარსავ ფეხებს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავს არ მივიჩნევ მეტროსექსუალად.
ეს უფრო ბექჰემზე ითქმის - სტილის მიმდევარი ის უფროა", - თქვა ნეიმარმა.
თავდამსხმელს მოედანზე არტისტულად გაწოლის ჩვეულების შესახებაც ჰკითხეს, თუმცა ნეიმარი თავს სიმულანტად სულაც არ თვლის.
"თუკი დიდ ნახტომს ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ტრავმისა და ფეხებში ჩარტყმისგან დავიცვა", - ამბობს ბრაზილიელი.

1
47
3-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
47
  
2013, 25 ივლისი, 12:35
რა უდნა ტქვა ეხლა ამ უტვინოზე...???
0 1 1