x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508770
16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნილია

imageშინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიამ კოჩილაძის მკვლელობის საქმე გახსნა.
22 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში, სანაპიროზე 16 წლის მარიამ კოჩალიძე მოკლეს. მკვლელმა მოზარდის მობილური ტელეფონი Iphone 5 და ველოსიპედი გაიტაცა, ჩანთა, ბლოკნოტი და წიგნი კი ადგილზე დატოვა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, მოზარდს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, პირქვე იწვა და ზურგზე დიდი ქვის ლოდი ედო. მოზარდის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. 16 წლის მარიამს დედა და ორი და ჰყავს, ხოლო მამა ერთი წლის წინ გარდაეცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით: 16 წლის მარიამ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.

ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანი
image

1
168
14-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
168
  
2013, 24 ივლისი, 23:26
მარიამ კოჩილაძის მკვლელის ქვეყნიდან გასვლის ვიდეო
http://intermedia.ge/vid/265863-მარიამ-კოჩილაძის-მკვლელის-ქვეყნიდან-გასვლის-ვიდეო/
0 1 1