x
სელენა გომესმა აღიარა, რომ ჯასტინ ბიბერთან რომანი დასრულდა.

imageმომღერალმა სელენა გომესმა, რომელიც 22 ივლისს 21 წლის გახდა, ტელეარხ Е!-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"18 წლის ვიყავი, როდესაც ჯასტინთან ურთიერთობა დავიწყე. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ეს უნდა გამოსცადო: შენ 18-ის ხარ, შეყვარებული, შემდეგ კი სიყვარული გადის...ჯასტინთან რომანის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს
მომავალ ურთიერთობას პრესას და ცნობისმოყვარე თვალს მოვარიდებ", - აღნიშნა მომღერალმა.
გომესმა ასევე უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ის და ჯასტინ ბიბერი კვლავ ერთად არიან.
"ახლა მარტო ვარ. თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ ცხოვრებით", - განაცხადა სელენამ.

1
93
4-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
93
  
2013, 24 ივლისი, 18:03
ლიკე ჩემგან ამ სასიამოვნო სიახლისათვის :D
0 1 1