x
ტოპმოდელმა ანჯელინა ჯოლის მიბაძა და მკერდი მოიკვეთა.

imageანჯელინა ჯოლის სიმამაცემ, რომელმაც ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა, რათა მკერდის სიმსივნის ალბათობა აეცილებინა თავიდან, მსოფლიო მასშტაბით ათასობით ქალს შთააგონა. ბრიტანელმა ტოპმოდელმა კლერ ფაველმა მისი მაგალითი გაიმეორა და მსგავსი ოპერაცია გაიკეთა.
1990-იანი წლების მანეკენმა არა მხოლოდ მოიკვეთა ორივე ჯირკვალი, არამედ ფოტოებიც გადაიღო და დანარჩენ ქალებს დაუმტკიცა, რომ არასდროს არ უნდა დანებდნენ - სასიკვდილო დაავადების პირისპირ მყოფნიც კი.
კლერი ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ორი შვილის დედაა. სამოდელო კარიერის დამთავრების შემდეგ დიზაინერი გახდა. თუმცა თავისი ცხოვრების მთავარ მიზნად მიიჩნევს ვალდებულებას, უამბოს დანარჩენ ქალებს სარძევე ჯირკვლის კიბოზე ემოციური გამარჯვების შესახებ. imageმისი მკურნალობის კურსი ჯოლის კურსის იდენტურია. მოდელი აღიარებს, რომ ბევრი ტკივილი გადაიტანა, ძალიან განიცდიდა და ბოლოს გადაწყვიტა, ებრძოლა თავისი შვილების გამო და დაემარცხებინა სიმსივნე.
ანჯელინასგან განსხვავებით, რომელიც ამბობს, რომ გარეგნულად ოპერაცია მასზე არანაირად არ ასახულა და კერტებიც შეუნარჩუნეს, კლერმა კერტები ვერ შეინარჩუნა. თუმცა ამას არ შეუჩერებია მამაცი ქალი და ამერიკული ჟურნალისთვის ფოტოებიც გადაიღო.
ანჯელინა ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მედიცინამ დიდ წარმატე­ბებს მიაღწია ამ სფეროში და შედეგები შეიძლება შესანიშნავი იყოს. ''სასიხარულოა, რომ ჩემი შვილები ჩემს სხეულზე ვერავითარ ცვლილებას ვერ ხედავენ, რაც მათ შეა­შინებდა. მხოლოდ ჩემი პატარა იარების დანახვა თუ შეუძლიათ. დანარჩენი ყველაფერი იგივეა'', -ამბობს ანჯელინა.
ანჯელინა ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, რადგან სწორედ ამ დღეებში მისი დეიდა გარდაიცვალა მკერდის სიმსივნით. 61 წლის დები მარტინი სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს ემსხვერპლა. ენჯისგან განსხვავებით, მან წააგო ეს ბრძოლა.imageეს თემა კვლავ რამდენიმე კვირაა აქტუალურია და უკვე მხატვრების შთაგონების წყაროდაც იქცა. შვედმა მხატვარმა იოჰან ანდერსონმა დახატა ანჯელინა ჯოლი გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ოღონდ ნახატზე ენჯის მკერდი არ აქვს. როგორც ჩანს, მხატვარმა სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღო მომხდარის შესახებ. პორტრეტის საწყისი ფასი, მხატვრის ინფორმაციით, 22 ათასი დოლარია.



0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0