ირინა შეიკი-მისი ნამდვილი გვარია-შაიჰლისლამოვა. დაბადებულია ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ემანჯელინსკში, 1986 წლის 6 იანვარს. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ირინა და მისი და ღირსეულად აღეზარდა.
გოგონას მისი მუქი კანისა და დიდი ტუჩების გამო სკოლაში ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ სწორედ მისმა ასეთმა გარეგნობამ მოუტანა მას მსოფლიო ვარსკვლავობა.
მისი ეგზოტიკური სილამაზე თათრული წარმოშობის მამის და რუსი დედის დამსახურებაა.
ირინა შეიკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელია და როგორც ცნობილია, იგი პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებულია და ისინი მალე დაქორწინებასაც აპირებენ.