ეს საშინელი ამბავი ბათუმის ბულვარში მოხდა, 22 ივლისს.
16 წლის მარიამ კოჩალიძე, ველოსიპედით სასეირნოდ გასული შინ აღარ დაბრუნებულა.
მარიამს მამა ერთი წელია რაც გარდაეცვალა. ჰყვას დედა და ორი და.
მას მისი ნათესავები და მეგობრები ახასიათებენ, როგორც უკომფლიქტო და ნიჭიერ პიროვნებად. მარიამს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და სანპიროზეც იმიტომ მიდიოდა, რომ წიგნი წაეკითხა. იგი არ იყო გახსნილი ბავშვი და არც ბევრი მეგობარი ჰყავდა. თავისი საკუთარი სამყარო ჰქონდა შექმნილი... სიყვარულზე მეოცნებე გოგონა არაადამიანის მსხვერპლი გახდა.
იმ დღესაც, როგორც ყოველთვის მარიამი ველოსიპედზე დაჯდა და ბათუმის ბულვარში გაისეირნა. მისი დედის, ჟუჟუნა ბერიძეს თქმით, იგი მარიამს ყოველ ნახევარ საათში ამოწმებდა და ურეკავდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მარიამს ტელეფონით ვეღარ დაუკავშირდა, მისი ძებნა დაიწყეს და მარიამი მოკლული იპოვეს სანაპიროზე. მისი ველოსიპედი და აიფონი აღარ იყო, ხოლო ჩანაწერების წიგნაკი, ჩანთა და წიგნი იქვე ეგდო. ქალბატონი ჟუჟუნა თვლის, რომ მისი შვილი ძარცვის მიზნით განზრახ არის მოკლული...
საქმეს იძიებენ განზრახ მკვლელობის მუხლით, არსებობს ეჭვმიტანილიც და იმედია მალე დაიჭერენ დამნაშავეს, რომელმაც ასე სასტიკად გაიმეტა 16 წლის უცოდველი ანგელოზი..
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მარიამის სული!