x
ანჯელინა ჯოლი დედამთილმა გადაარჩინა.

imageჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის სადედამთილოსთან, ჯეინ პიტისთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ანჯელინა გადარჩენას სწორედ ჯეინს უნდა უმადლოდეს, რადგან სწორედ მისი წყალობით გადაწყვიტა ორივე სარძევე ჯირკვალი ამოეკვეთა და მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87%-დან მინიმალურ ზღვრამდე დაეყვანა. "როდესაც ჯეინმა გაიგო, რომ
სარძლო ქირურგებთან მისვლას და გენეტიკური ტესტირების ჩატარებას აპირებდა, ის ჯოლის ესტუმრა და უთხრა, შვილების კეთილდღეობისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. ახლა ანჯელინა საკუთარ შვილებზე დარდობს. ფიქრობს, როგორ აუხსნას შვილებს, რომ შეიძლება გენეტიკურად კიბოს გენის მატარებლები იყვნენ", - განაცხადა ვარსკვლავური წყვილის ახლო მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ვარსკვლავის დედა საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო დეიდა - მკერდის კიბოთი.
მსახიობს 6 შვილი ჰყავს, აქედან 3 ბავშვი ბიოლოგიურია.

0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0