x
image
scorpion19
ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინა!

imageდიდი ბრიტანეთი მიესალმება სამეფო ტახტის მემკვიდრეს. კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინმა, საკუთარ მეუღლეს, პრინც უილიამს გაუჩინა პირველი შვილი. ორშაბათს, 22 ივლისს, 16:24 საათზე ქეითს შეეძინა ვაჟი. პატარა იწონის 3 კგ 800 გრ -ს. ის მოევლინა ქვეყანას ლონდონის "St. Mary's Hospital"-ში. უილიამი მშობიარობას ესწრებოდა. 31 წლის ჰერცოგინია წინასწარ ემზადებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის და დაკავებული იყო იოგითა და ჰიპნოზით, ასე ის სწავლობდა შიშისა და ემოციების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 29 აპრილს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი დაქორწინდნენ, ხოლო ოფიციალურად ქეითის ორსულობა გამოაცხადეს 2012 წლის 3 დეკემბერს.image

0
32
6-ს მოსწონს
ავტორი:scorpion19
scorpion19
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0