x
image
hamunaptra1990
მეცნიერული აღმოჩენა-მუშაობა საზიანოა!

image
ადამიანები რაც უფრო მეტს მუშაობენ, მით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რომ განუვითარდეთ ნერვული აშლილობა-ასე თვლიან ამერიკელი მეცნიერები. გონებრივი შესაძლებლობები ადამიანებში, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობენ, უფრო დაბალია ვიდრე იმ კოლეგებისა, რომლებიც მათზე ნაკლებს მუშაობენ. უფრო მეტიც, როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ჭკუასუსტობამდე.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ რატომ მოქმედებს ხანგრძლივი სამუშაო საათები უარყოფითად ადამიანის ტვინზე, მაგრამ ძირითადი ფაქტორები მათთვის მაინც გასაგებია. ესენია-ძილთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და გაზრდილი რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ.

დამსაქმებლებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე საქმეს მხოლოდ დიდ ზიანს აყენებს-ამტკიცებენ ექსპერტები.


0
51
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0