ნარკვევები ფაქტები, რომლებიც ტყუილი გეგონათ (მეორე ათეული) 2013, 22 ივლისი, 10:00 პესტიციდებისგან თავისუფალი არც ორგანული საკვებია, თუმცა მისი დონე იმდენად დაბალია, რომ USDA შეშფოთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ყველას.
სტრესი ქრონიკული მაღალი არტერიული წნევის მიზეზი სულაც არ გახლავთ. მწვავე სტრესულ მდგომარეობას, მხოლოდ დროებით შეუძლია გაზარდოს წნევა. ქრონიკულ მაღალ არტერიულ წნევას ძირითადად მოწევა, არასწორი დიეტა და გენეტიკა იწვევს. ცნობილია, რომ მეხი ორჯერ ერთი და იმავე ადგილას არ ეცემა, სამაგიეროდ ნიუ-იორკში Empire State Building-ს წელიწადში დაახლოებით 100-ჯერ ეცემა. ადამიანის თავის ტვინის უჯრედები ახალ უბნებს წარმოქმნიან სანამ იგი სრულწლოვანი გახდება. ამის შემდეგ ხდება ნერვული უჯრედების განვითარება. აივ ინფექცია ადამიანიდან მაიმუნზე არ ვრცელდება, რადგან იგი გადადის სქესობრივი გზით და არა აირწვეთოვანით. ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზესთან ზაფხულში უფრო ახლოა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების თბილი ზაფხული. ზვიგენებს არ ემართებათ კიბო. პირველად William Lane-მა გაყიდა ზვიგენის ხრტილი, როგორც კიბოს წამალი. ჯერჯერობით არ არსებობს ფოტოგრაფიაზე უკეთესი მეხსიერება. იგი ვიზუალური დეტალების გასახსენებლად საკმარისი და გენიალური საშუალებაა. მიკროტალღოვან ღუმელს არ შეუძლია გამოიწვიოს კიბო, იგი მხოლოდ საჭმელს აცხელებს, მაგრამ არსებობს გარკვეული დასხივების დოზა. ისევე, როგორც მზის რადიაცია ეხმარება ორგანიზმს D ვიტამინის მიღებაში, გადამეტებული რაოდენობა კი იწვევს კანის კიბოს. პარსვა სულაც არ ხდის თქვენს თმას სქელს, უბრალოდ, იგი უხეშდება და იწვევს იმის შეგრძნებას, რომ იგი გასქელდა და ზომაში მოიმატა. 271 6-ს მოსწონს
|