ნარკვევები ფაქტები, რომლებიც ტყუილი გეგონათ (პირველი ათეული) 2013, 22 ივლისი, 9:49 საღეჭი რეზინი 7 წლის მანძილზე არ კარგავს თავის თვისებებს. ჩვენ, უბრალოდ, არ შეგვიძლია ამ თვისებების შეგრძნება, ხოლო რასაც შევიგრძნობთ, ის რამდენიმე საათში იკარგება.
ბრილიანტი სულაც არაა მაღალი წნევის ქვეშ "დაპრესილი" ქვანახშირი, რადგან ბრილიანტი დედამიწის ზედაპირიდან 90 მეტრის სიღრმეზე წარმოიქმნება, ქვანახშირი კი ზედაპირიდან 2 მეტრის სიღრმეზეა. ღამურა ითვლება ბრმა არსებაა, თუმცა ყველა მათგანი არაა ბრმა. იმის მიუხედავად, რომ მათ ულტრაბგერების საშუალებით შეუძლიათ ნავიგაცია, ყველა მათგანს შეუძლია დანახვა. Empire State Building შენობიდან, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში და შენდებოდა 1931 წლიდან 1972 წლამდე, გადმოგდებულ მონეტას შეუძლია 50 მილის/საათში სიჩქარე განავითაროს, რაც არაა ადამიანის მოსაკლავად საკმარისი. ქერა და ჟღალთმიანების გენი სულაც არ აპირებს გადაშენებას. თმა და ფრჩხილები მიცნალებულებს არ ეზრდებათ, უბრალოდ, მკვდარი სხეული ცდილობს მათ კანი მოარიდოს, რაც კიდევ უფრო გაზრდილის ეფექტს იძლევა. სუფთა წყალი ელექტროობის ცუდი გამტარია, ხოლო ბუნებაში რაც გვხვდება, სხვადასხვა მინარევების მქონე წყალი გაცილებით კარგი გამტარია, ვიდრე ნებისმიერი მეტალი. ჯანმრთელი ადამიანის ცხვირიდან გამონადენი უფერულია, ხოლო მისი შეფერილობა, ყვითელი ან მომწვანო ფერი, გამოწვეულია ვირუსული ინფექციით. სირაქლემების მიწაში ჩარგული თავი, გავრცელებული ინფორმაციით, მტრისგან დამალვას ნიშნავს, სინამდვილეში კი სირაქლემები ამ ქცევით ცდილობენ მტერს თავი მკვდრად მოაჩვენონ. ძაღლებსა და კატებს არ შეუძლიათ რუხი ჩრდილების დანახვა, რადგან ისინი ხედავენ ლურჯ და მწვანე ფერებში, სამაგიეროდ ისინი გაცილებით შორს ხედავენ, ვიდრე ადამიანი. 336 12-ს მოსწონს
|