x
image
ბუბუ007
ჯენიფერ ლოპესის მეოთხე რჩეული
image

ცნობილი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ აპირებს გათხოვებას....

ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც “პაპარაცებმა'' პოპ-ვარსკვლავი ჯენიფერი და მისი რჩეული მოცეკვავე კასპერ სმარტი ერთად იხილეს, რომლებიც საქორწინო ბეჭედს ერთად არჩევდნენ მაღაზია “ Tiffany & Co''-ში, გამოსვლისას ჯენიფერმა ჟურნალისტებს განუცხადა:მე ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, დაველოდები შესაფერის დროს....

როგორც პრესა იუწყება 43 წლის პოპ-ვარსკვლავის რჩეული დიდად განსხვავდება ასაკით, რომელიც 25 წლისაა.ჯენიფერს ეშინია, მისი რჩეული ასაკის სხვაობამ არ დაკომპლექსდოს და მისი მიტოვება არ გადაწყვიტოს...გარდა ამისა, ჯენიფერი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა წითელ ხალიჩასთან თეთრ კაბაში, რომლის მეწყვილეც თან ახლდა შავ ქურთუკში, მათი ერთად ყოფნა აღქმული იქნა, როგორც წინა საქორწინო რეპეტიცია, ეს შანსი არ გაუშვეს “პაპრაცებმა'' და მათი ფოტო მალევე გაავრცელეს ინტერნეტ სივრცეში.....


ზოგადად 43 წლის ჯენიფერმა სამჯერ იქორწინა, მისი ბოლო მეუღლე გახლდათ 44 წლის მომღერალი მარკ ენტონი, რომელთანაც შვიდ წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგან ჰყავს ორი ტყუპი

შვილი მაქსი და ემა, მას გასულ წელს გაეყარა.

ლოპესმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს თბილი ოჯახი, სადაც სრული ოჯახური იდილეა სუფევს, ბავშვები დიდად კმაყოფილნი არიან სმარტით....

ასე რომ, ლოპესის სურვილი კიდევ ერთხელ შექმნას სრულყოფილი ოჯახი, მას მეოთხედ მოუწევს საკურთხეველთან მისვლა...

0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0