სხვა ლონდონური შოკი - სტივენ ფრეინი 2013, 21 ივლისი, 15:05 ცნობილმა ოინბაზ-ილუზიონისტმა ისეთი ხრიკი შეასრულა, რომელიც ღირებული იქნებოდა ნებისმიერი ფანტასიკური ჟანრის ფილმისათვის:სტივენი ორსათულიანი ავტობუსის გვერდით ჰაერში დადგა. ეს ილუზიონისტი პოპულარულია თავისი ფსევდონიმით-დინამო.24 ივნიისს, 30 წლის მსახიობის ოინს თვითმხილველები სუნთქვაშეკრული ადევნებდნენ თვალ-ყურს.სტივენი გადაადგილდებოდა დიდი ბრიტანეთის ღირშესანიშნაობებით ცნობილ დედაქალაქში-მაგრამ რა იყო აქ უცნაური? უჩვეულო სწორედ ის გახლდათ, რომ ის არ იყო არც ავტობუსში და არც მის სახურავზე, არამედ ილუზიონისტი მხოლოდ ხელით ეხებოდა ავტობუსს და ჰაერში გადაადგილდებოდა. მთელი ამ დოის მანძილზე ავტობუსს თან მიჰყვებოდა პოლიცია, რომელიც ათავისუფლებდა გზას ავტომობილებისაგან, რომელთა მგზავრებიც შოკირებულნი იყვნენ გამაოგნებელი სანახაობით.ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ილუზიონისტმა ადრიანად შეათანხმა ეს ფაქტი ლონდონის პოლიციასთან. თვითმხილველები, რომლებიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ავტობუსს, იმავდროულად მობილურის საშუალებით უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოებს დინამოს, მოგვიანებით იმის გასარკვევად, თუ როგორ ეჭირა თავი საყრდენის გარეშე.ტრიუკის ჩვენების განმავლობაში ხალხი მას განუწყვეტლივ ეკითხებოდა, თუ როგორ ახერხებდა ამას და სად იყო ის მავთულები გაბმული, რომელთაც ის ეყრდნობოდა . 128 4-ს მოსწონს
|