სხვა 5 პროდუქტი, რომელიც არ უნდა მივიღოთ ზაფხულში 2013, 20 ივლისი, 20:09
ზაფხულის სიცხეებში არ არის ყველა პროდუქტის ახლად შენხვა შესაძლებელი.განსაკუთრებით თუ პროდუქტს ბაზარში ყიდულობთ.
გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც არ უნდა მივიღოთ ან უკიდურეს შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მათი მიღებისას.
1.კრემიანი და პავიდლოიანი, ნამცხვრები და ფუნთუშები კრემიანი და პავიდლოიანი, ნამცხვრების და ფუნთუშების გაფუჭების სიჩქარე ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე ძალიან დიდია.შეიძლება ის გაფუჭდეს რამდენიმე საათში.ამ პროდუქტის ყიდვა საგზლად ან სტუმრად წასვლისთვის არ არის რეკომენდირებული. 2.თევზი ზაფხულში ბაზარში თევზის რიგი - თქვენთვის "დახურული თემაა." იმ შემთხვევაშიც კი, როცა გამყიდველი გიმტკიცებთ, რომ ახალია. თუ დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ეს პროდუქტი, მაშინ მიაშურეთ სუპერმარკეტს, სადაც ასევე დიდი სიფრთხილე გმართებთ. 3.რძე და რძის პროდუქტები რძე და რძის პროდუქტები შეიძლება მხოლოდ მაღაზიაში ვიყიდოთ, რადგან როგორც ცნობილია ხაჭო არის ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო საშუალება.ხოლო რძე რომელიც მინერალური წყლის ბოთლშია ჩასხმული - მინი-ქიმიურ ქარხანას წარმოადგენს. 4.კვერცხი სიცხე ასევე ცუდად მოქმედებს ამ სასარგებლო პროდუქტზე.ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თარიღს, შეგიძლიათ მსუბუქად შეარყიოთ კიდეც.თუ ის ახალია ვერ გაიგებთ კვერცხის გულის მირტყმის ხმას კედელზე.არსებობს კიდევ ერთი მეთოდი იმის შემოწმების კვერცხი ახალია თუ არა, მაგრამ ეს უკვე სახლში მიტანის შემდეგ.ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაუშვით შიგნით კვერცხი, თუ კვერცხი ჩავიდა ქვემოთ და ქვაბის ძირზე გაჩერდა ესეიგი ახალია, ხოლო თუ ზემოთ ამოვიდა ნაგავში უნდა მოისროლოთ. 5.კიბორჩხალა მოხარშული კიბორჩხალა- ტაბუა თქვენთვის.მხოლოდ და მხოლოდ ახალი, ცოცხალი, არა მძინარე და თავისი ბუნებრივი შეფერილობის მქონე კიბორჩხალა შეიძინეთ. 785 8-ს მოსწონს
|