x
image
ჟორჟოოო
საუკეთესო დასასვენებელი ადგილები(9 ფოტო)
1.პორტუგალია

image


პორტუგალია ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. აქ დიდი რაოდენობით მოყავთ ფორთოხალი, კაკაო, ლეღვი და ნუში.ტემპერატურა
აქ მერყეობს +20 -დან, +27 გრადუსამდე. აქ არის არაჩვეულებრივი ქვიშის პლაჟები, საუკეთესო
სასტუმროები, ევკალიპტის ტყეები.


image




2.ავსტრია.


image


ვენის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ადრეული შემოდგომა და გვიანი გაზაფხულია.სამზარეულო – ავსტრიული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია და რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. მის მთავარ ღირსებას შნიცელი წარმოადგენს რომელსაც გარნირად ბოსტნეულის სალათები მოყვება. ასევე აღსანიშნავია ისეთი კერძები როგორიცაა, ყველის სუპი, მოხარშული ძროხის ხორცი „tafelspitz”-ის სოუსით, ომლეტი „kaiserschmarrn“, კლასიკური დესერტებიდან კი გამოირჩევა ვაშლის
შტრუდელი და ტორტი ზახერი. ავსტრია - აქ ტემპერატურა
+25 დან +30 მდე მერყეობს. ავსტრია ტურისტების საყვარელი ადგილია.


image



3.ტენერიფე


image

ტენერიფე11 მლნ. დამსვენებელს მასპინძლობს.

აღსანიშნავია რომ თითოეული კუნძული უნიკალურია და ტურისტული ინფრასტრუქტურა იმდენად
გამართულია, რომ მოწყენის საშუალებას არავინ მოგცემთ. ულამაზესი ტროპიკული ლანდშაფტი, იდიალური პლაჟები და შესანიშნავი კლიმატია- მუდმივად მზე წელიწადის თორმეტივე თვის მანძილზე. აქ ზამთარშიც კი ტემპერატურა 18 გრადუსზე დაბლა არ ეცემა. სასტუმროების ფართო არჩევანი კი, დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.ეს კუნძული, როგორც მშვიდი დასვენების, ასევე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია


4.ხორვატია


image


ხორვატია ადრიატიკის მარგალიტია. ეს საუცხოო ქვეყანა მსოფლიოში
ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ტერიტორიაზე მდებარეობს. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ხორვატიაში,
ის აუცილებლად ნატრობს ამ ქვეყანაში დაბრუნებაზე.

ულამაზესი ყურეები, საოცარი ფორმის კუნძულები, თერმული წყაროები,
უძველესი იდუმალი კოშკები, ნაციონალური პარკები-ეს არის ჯადოსნური ხორვატია. ამ
ქვეყანაში დასვენება ეს ცხელი ზაფხული და მომაჯადოვებელი შემოდგომაა, ლამაზი
ბუნება და უჩვეულო ისტორიული ქალაქები, სეირნობა ქალაქის ვიწრო ქუჩებში, სუფთა
ზღვა და ნაციონალური ტავერნები. ხორვატია ევროპის ყველაზე მზიანი ქვეყანაა,
მისი კლიმატი საუკეთესოა დასვენებისთვის. რაც შეეხება ეკოლოგიას, ამ მხრივ
ხორვატია მსოფლიოში განუმეორებელია.ამ ქვეყანაში საოცარი ბუნებაა! 1185
კუნძული, შვიდი ნაციონალური პარკი, უამრავი ტბა, რომელიც ხორვატიის სიმბოლოს
წარმოადგენს, ფრიალო კლდეები...ყველაფერ ამას საკუთარი თვალით იხილავთ, თუკი
ხორვატიაში დასვენებას გადაწყვეტთ.ხორვატიის ისტორია მისმა ადგილმდებარეობამ განსაზღვრა


image



5.ბულგარეთი.


image


: ბულგარეთი - ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე გულწრფელი სტუმართმოყვარეობის ქვეყანაა. პატარა ძველებური ქალაქები, ეგზოტიკური სანაპიროები, რომანტიული ნახევარკუნძულები და მდინარეები. შავი ზღვისპირეთი ულამაზესია თავისი ოქროს ქვიშებით, საუცხოო კულინარული შედევრებით, ევროპული დონის დისკოთეკებითა და night life-ით. ჰაერის ტემპერატურა აქ
+30 გრადუსს არ აჭარბებს. ეს ქვეყანა ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით, ხოლო ფასები
და სერვისი საუკეთესოაimage









0
322
3-ს მოსწონს
ავტორი:ჟორჟოოო
ჟორჟოოო
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0