ბუბა კიკაბიძეს დღეს 75 წელი შეუსრულდა. სააგენტო "რია ნოვოსტის" მსახიობმა განუცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა რუსეთში, თუკი მისი იქ ყოფნა "რაიმეს შეცვლიდა" მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობაში. შეგახსენებთ, რომ მსახიობმა რუსეთში მოღვაწეობა 2008 წლის ომისა და რუსეთის მხრიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ შეწყვიტა.
"თუ ჩემი ყოფნა რაიმეს შეცვლის, მე დღესვე გავემგზავრებოდი. მომღერალმა საიმოვნება უნდა მიანიჭოს, მე კი მოტყუება არ შემიძლია. თუ გავემგზავრები, ვიმღერებ და უკან დავიწყებ ყურებას, გამოვა რომ ვიტყუები, ეს კი არ მესიამოვნება. და თუ მე არ მსიამოვნებს - არ სიამოვნებს მსმენელსაც, " - განუცხადა ბუბა კიკაბიძემ სააგენტოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ენატრება რუსი ხალხი და სურვილი აქვს, რომ მალე დალაგდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა.
"ყოველთვის მეპატიჟებიან. ვიცი, რომ რუსეთში ძალიან ვუყვარვარ. მაგრამ ხალხზე არ არის საუბარი, არამედ პოლიტიკაზე", განაცხადა კიკაბიძემ და დასძინა, რომ ქვეყნებს შორის ბარიერი "ხელოვნურად არის შექმნილი".
ბუბა კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვერ მოძებნა კარგი გამომცემლობა მემუარებისათვის და რეჟისორი, რომელსაც ანდობდა სცენარს, სახელწოდებით "დიაგნოზი-ქართველები".
მსახიობი იუბილეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავს: "ასაკი სერიოზული რამ არის", განაცხადა კიკაბიძემ.