x
ბერეზოვსკიმ სავარაუდოდ 100-მილიონიანი საგადასახადო დავალიანება დატოვა

imageრუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის ვალი ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის მიმართ, სავარაუდოდ, 100 მილიონი ფუნტ-სტერლინგია, წერს The Times-ი. ასეთი ვარაუდი გამოთქვა საერთაშორისო კომპანიამ Grant Thornton-მა, რომელსაც უნდა შეესწავლა გარდაცვლილი მეწარმის ფინანსური საქმეები.
ფირმის წარმომადგენლებმა, ლონდონის უმაღლეს სასამართლოს განუცხადეს, რომ ბერეზოვსკის არ დაუტოვებია ვალების გასასტუმრებლად საკმარისი სახსრები. ამასთან, ოლიგარქის ნათესავების ადვოკატებმა გაასაჩივრეს აღნიშნული მოსაზრება და განაცხადეს, რომ კომპანიის Grant Thornton-ის წარმომადგენლებმა ვერ განსაზღვრეს ბერეზოვსკის კაპიტალის მოცულობა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ბერეზოვსკი ამა წლის 23 მარტს ასკოტში, უინძორთან ახლოს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:MCh3DLo
MCh3DLo
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0