x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135645
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510008
გაუპატიურებული ნორვეგიელი ქალი ქორწინებამდე სექსისთვის დააკავეს

დუბაიში გაუპატიურებულ ნორვეგიელ ქალბატონს, ქორწინებამდე სექსისთვის 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
25 წლის ქალბატონი დუბაიში მივლინებით იყო ჩასული. უცხო ქვეყანაში იგი გააუპატიურეს, რის გამოც მან პოლიციას მიმართა.
ნორვეგიული მედიის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია მის ჩვენებას არ ენდო. მათი აზრით, უცხოელმა ქალბატონმა სექსუალური კავშირი საკუთარი ნებით დაამყარა, რის გამოც იგი ისლამის კანონების მიხედვით, დამნაშავედ გამოაცხადეს.
იმის ნაცვლად, რომ მოძალადის ძებნა დაეწყოთ, სამართალდამცავებმა დასაოჯახებელ ქალბატონს ქორწინებამდე სექსისთვის საბუთები წაართვეს და მისი საქმე სასამართლოს გადასცეს.
როგორც გაირკვა, ქალს დაკავებიდან რამდენიმე დღის მანძილზე სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალებასაც არ აძლევდნენ. ბოლოს, ნორვეგიის საკონსულოს ჩარევის შედეგად მოხერხდა ის, რომ იგი დუბაიში ნორვეგიელ მეზღვაურთა ეკლესიის დაცვის ქვეშ გადაიყვანეს.
ქალბატონმა შესაძლოა სასჯელის სრული ვადა დუბაიში მოიხადოს, რადგან არაბეთის საემიროს ნორვეგიასთან ბრალდებულის გადაცემის შესახებ შეთანხმება არ დაუდია.
ისლამური შარიათის კანონით, მამაკაცი მსგავს სიტუაციაში ძალადობაში დამნაშავედ შეიძლება ცნო მხოლოდ მაშინ, თუ ის დანაშაულს თავად აღიარებს ან იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ ჩვენებას 4 ზრდასრული მამაკაცი მისცემს.

image

0
59
1-ს არ მოსწონს
ავტორი:MCh3DLo
MCh3DLo
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0