წალენჯიხაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
როგორც "პირWელს" წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე თემში ნათესები მთლიანად გაანადგურა.
ძლიერი წვიმის გამო წყალსაწრეტი არხები ქვა-ღორღით ჩაიხერგა. რამდენიმე ოჯახს წყალი სახლებში შეუვარდა.
დროებით ჩაიხერგა ჯვარი-ჩქვალერის გზის მონაკვეთი, სადაც მობილიზებულია ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.