ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 12 ქალაქის 18-ივე საგამოცდო ცენტრში გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა მხოლოდ 2%. გამოცხადდა სულ 19388 აბიტურიენტი. დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა.
28 ივნისს აბიტურიენტთა მეორე ნაკადი ისევ ორ სესიად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებს; 1-2 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება; 3, 4, 5 და 8 ივლისს აბიტურიენტები უცხოურ ენებში გაივლიან ტესტირებას; 9-17 ივლისს გამოცდები არჩევით საგნებში ჩატარდება.
ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი კრიმინალური პოლიცია უზრუნველყოფს.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 42 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეა...