x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135792
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ემოციების კოშკი
image


ჰოლანდიაში, ქალაქ დუტინჰემის ცენტრში არსებობს რაღაც გაურკვეველი ფორმის ნაგებობა, რომელიც ერთი შეხედვით ზოგს ურჩხული ჰგონია, ზოგი კი გიგანტურ კბილს ადარებს. სინამდვილეში ეს არის "ემოციების კოშკი". მას ამოტრიალებული გულის ფორმა აქვს და გარშემომყოფთა ემოციების "ამოცნობა" შეუძლია.



imageსინამდვილეში საქმე მარტივადაა: უბრალოდ, მოხალისეთა გამოკითხვის გზით ადგენენ რომელი ემოცია სჭარბობს ქალაქის მოსახლეობას შორის. სტატისტიკა შემდეგნაირად დგება: რამდენიმე მოხალისეს (აუცილებლად ქალაქის მაცხოვრებლებს) უსვამენ ოთხ შეკითხვას, ექვსი სავარაუდო პასუხით: "დიახ, ძალიან", "დიახ", "ისე რა", "არა", "აბსოლუტურად არა", "მიჭირს პასუხის გაცემა". შემდეგ ამ მონაცემებს ამუშავებენ და დღის ბოლოს კოშკში აინთება ის ფერი, რომელიც პასუხების მიხედვით მიღებულ ემოციას შეესაბამება:
წითელი: სიყვარული

ყვითელი: შიში

ლურჯი: ბედნიერება

მწვანე: სიძულვილი


image


ემოციების კოშკის იდეა ეკუთვნის როტერდამელ მხატვარს Q.S. Serafijn. მისი მშენებლობა 1998 წელს დაიწყო დიზაინერულმა სტუდიამ NOX, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი ლარსომ სპაიბროეკომი. კოშკის მშენებლობა დასრულდა 2004 წელს.
image

კოშკთან ახლოს დაყენებულია ვიდეოკამერა, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს ინტერნეტით ნახოს დღის ბოლოს რომელი ემოცია სჭარბობს ქალაქში.


ამას გარდა, კოშკთან დგას ყუთი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააგდოს მისი ემოციის გამომხატველი წერილი.

0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0