x
image
K.P.
სკანდალების ქარ-ცეცხლში: ვინ და რატომ ასახლებს კახიანებს ბინიდან?

imageპოპულარული მომღერლის, ნინი ბადურაშვილის უიღბლო ქორწინება წლის სკანდალად იქცა. ალბათ იმიტომაც, რომ მომღერალი და მისი გარემოცვა მომხდარს ასაიდუმლოებდა, ყველანი ერთად ამტკიცებდნენ, რომ ნინის ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. მომხდარს ფარდა ირაკლი კუტალაძემ ახადა: "ამ ყველაფერის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები".imageქმრის ბრალდებებს ხატოვანი ფრაზით უპასუხა თავად მომღერალმა: "ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!"ასეა თუ ისე, წყვილი ჯერ არ განქორწინებულა, ოფიციალურად ისევ ცოლ-ქმარი არიან. კახიანების ოჯახს კი მორიგი თავსატეხი დაატყდა. "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კახიანებმა ბინა უნდა დაცალონ. მიზეზი კი მრავალ წელს ითვლის. ნატალი ჭეიშვილის ბინაში იმედა კახიანი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, კორპუსის ამხანაგობის თხოვნით 2004 წელს ექვსი თვით შესახლდა. ვადის ამოწურვის შემდეგ კახიანებმა ბინა არ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ჭეიშვილმა სასამართლოს მიმართა. აღნიშნული ბინა კახიანებმა 30 ივლისამდე თუ არ დაცალეს, მათ იძულების წესით გამოიყვანენ"-გვამცნობს ჟურნალი რეიტინგი. ფაქტი კი ერთია ოჯახის გარშემო სკანდალების ქარ-ცეცხლი არ ცხრება...image

2
1870
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1870
  
2013, 18 ივლისი, 7:36
და მერე თქვენ რატომ გახარებთ ეს ფაქტი ჯურნალისტებს ესეთი დეზ-ინფორმატორები რატომ ხართ თუნდაც სიმართლე იყოს ! აი სანამ თქვენაირი ბოროტი ადამიანები არსებობენ არაფერი გვეშველება ქართველ ერს .... სულ ვიღაცის ჭორაობაში ხართ არ
შეგიძლიათ ობიექტურად დაწეროთ და გააშუქოთ რაიმე ინფორმაცია ვითომ ჟურნალისტები......!!!! 1 ჭლის თემა გაქვთ ეხლა სხვას ვერაფერს მოიფიქრებთ და კახიანებზე იჭორავეთ სანამ ახალი არ გმოჩნდება რამე!!!
0 1 2