x
კრისტენ სტიუარტმა არნოლდ შვარცენეგერის ვაჟს თვალი დაადგა.

imageჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობი კრისტენ სტიუარტი არნოლდ შვარცენეგერის ვაჟთან დაახლოვებას ცდილობს. 23 წლის კინოვარსკვლავი ამ დღეებში ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე 19 წლის პატრიკ შვარცენეგერთან ფლირტის დროს გამოიჭირეს.
ლეგენდარული ანრის ვაჟთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი სტიუარტმა ტეილორ ლოტნერის დაბადების დღეზე გადადგა, რომელიც "ბინდი"-ში კრისტენ სტიუარტთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ჟურნალ Star-ის კორესპონდენტს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ: "კრისტენი პატრიკთან ურთიერთობას დაჟინებით ცდილობდა. მოგვიანებით ისინი ცალკე ოთახში განმარტოვდნენ, მათ შორის გაჩაღებული ნაპერწკალი სულ უფრო ღვივდებოდა".
ამჟამად კრისტენი მარტოა - რობერტ პატინსონთან მისი ოთხწლიანი რომანი 2013 წლის იანვარში კრახით დასრულდა. ამის მიზეზი სტიუარტის ღალატია.

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0