x
ვისი კოცნაა ჰოლივუდში ყველაზე ცუდი.
imageჰოლივუდის სექს-სიმბოლოები რეალურ ცხოვრებაში არც ისეთი მაცდურები არიან, როგორც ეკრანზე ჩანს. მრავალ მათგანს ნორმალურად კოცნაც კი არ შეუძლია, რაც გადასაღებ მოედანზე მათი პარტნიორების იმედგაცრუებისა და გაოგნების მიზეზი ხდება. ცუდი ტექნიკა და არავითარი ფანტაზია - აი როგორ ამახსოვრდებათ ხშირად ვარსკვლავებთან ამბორი.
ანჯელინა ჯოლი.
ანჯელინას ფუნჩულა ტუჩების დანახვისას, მრავალ მამაკაცს თავში აზრადაც არ მოუვა, რომ მისი კოცნა არც ისეთი დიდი სიამოვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ანჯელინას პარტნიორი ფილმში "განსაკუთრებით საშიში", ჯეიმს მაკევოი მისი კოცნით აღფრთოვანებული არ დარჩენილა. მისი თქმით, გადასაღებ მოედანზე სექს-სიმბოლოსთან კოცნა მოუხერხებელი, დორბლიანი და უსიამოვნო აღმოჩნდა.



ტომ კრუზი.
ჰოლივუდის კიდევ ერთ სექს-სიმბოლოს, რომელსაც უამრავ რომანს მიაწერენ, როგორც გაირკვა, ენით მუშაობა არ გამოსდის. კრუზის პარტნიორი ფილმში "შეუსრულებელი მისია 2", ტენდი ნიუტონი ირწმუნება, რომ გადაღების დროს მასთან კოცნა არასასიამოვნოა. "ეს საზიზღარი და სველი იყო", - განაცხადა ნიუტონმა.



imageლეონარდო დიკაპრიო.
ჰოლივუდის ცნობილმა მექალთანემ იმედგაცრუებული დატოვა საკუთარი პარტნიორი ფილმში "პლაჟი" - ვირჯინი ლედუაიენი.
"ვფიქრობ, ლეონარდო კარგი ტიპია, მაგრამ მის მსგავს საყვარელს ნამდვილად არ ვისურვებდი. ჩვენს სასიყვარულო სცენაში ნამდვილი ვნება და გრძნობა არ ყოფილა. წყლის ქვეშ სცენის გადაღებისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დავმხრჩვალიყავი. მის კოცნას კი საერთოდ ვერ ვიხსენებ.


რობერტ პატინსონი.
რობერტმა MTV-სგან საუკეთესო ეკრანული კოცნისთვის ჯილდოც კი მიიღო, თუმცა თავად აღიარებს, რომ კარგად კოცნა არ გამოსდის. ფილმის "წყალი სპილოებისთვის" გადასაღებ მოედანზე, ის საქმის ნაცვლად რიზ უიზერსპუნის პარიკზე ფიქრობდა. "გამუდმებით ცხვირში მეჩრებოდა მისი ხელოვნური თმა", - აღნიშნა პატინსონმა.


ფილმში განვითარებული სასიყვარულო სცენა უსიამოვნოდ დაახასიათა რიზ უიზერსპუნმაც. მსახიობმა აღნიშნა, რომ რობერტ პატინსონთან ეს სცენა "საზიზღარი" იყო. "რობს გრიპი ჰქონდა, - განაცხადა უიზერსპუნმა, - ის ყოველ წამს სრუტუნებდა და ცხვირს იწმენდდა, ეს გულისამრევი იყო" .

imageჰარისონ ფორდი.
მსახიობი ჰელენ მირენი, რომელსაც გადაღების დროს ჰარისონ ფორდთან კოცნა მოუხდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ის სრულიად უიმედოა.
"ის ყველაზე საყვარელი კაცია, ვინც კი შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ კამერის წინ მას კოცნა არ შეუძლია". როგორც ჩანს, მსახიობს კოცნა არც კამერებს მიღმა გამოსდის. "დანარჩენი მსახიობებიც მეთანხმებიან", - აღიარა ჰელენმა.



ვიქტორია ბექჰემი.
თავის დროზე მომღერალი და დიზაინერი მსახიობ კორ ჰეიმს ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორ გაირკვა, ვიქტორიამ კოცნა არ იცის.
"ტუჩებში ბურღივით ესობა", - ასე ახასიათებს დიზაინერთან კოცნას ყოფილი საყვარელი......image


ორლანდო ბლუმი.
"კარიბის ზღვის მეკობრეების" გადაღების დროს, კირა ნაიტლის კოცნის შემდეგ, აღფრთოვანებული ორლანდო ყველას ეუბნებოდა, რომ ეს შესანიშნავი იყო. თუმცა თავად ნაიტლი ორლანდოთი ასე აღფრთოვანებული არ დარჩენილა. კირამ აღიარა, რომ ჯონი დეპთან გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.


სიენა მილერი.
სიენა მილერის პარტნიორს ფილმში "Camille", ჯეიმს ფრანკოს სიენას კოცნა მისი სტომატოლოგიური პრობლემების გამო არ მოეწონა. მილერს კბილები ტკიოდა, რის გამოც სასიყვარულო სცენები არც ისე ვნებიანი გამოვიდა.
"მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს, სიენამ კი მაშინვე თავის სტომატოლოგს დაურეკა", - იხსენებს ფრანკო.


imageვუდი ალენი.
სახელგანთქმულ მსახიობისა და რეჟისორის კოცნა მის პარტნიორ ჰელენა ბონემ კარტერს არ მოეწონა.
"მან მაშინვე ამიხსნა, როგორ არ უნდა მეკოცნა მისთვის. მას "სველი" კოცნა არ უყვარს. საბოლოოდ, მისი კოცნა უსიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ის საერთოდ არ ცდილობდა", - აღნიშნა მსახიობმა.

ემა უოტსონი.

დენიელ რედკლიფს ემა უოტსონის კოცნა მთლიანობაში მოეწონა, თუმცა მისი აგრესიულობით უკმაყოფილო დარჩა.
"თითქოს უკნიდან ვიღაც თავს დამესხა! მეგონა ეს ძალიან მგრძნობიარე იქნებოდა, მაგრამ ემა ძალიან უხეშად იქცეოდა. ცხოველივით თავს დამესხა", - იხსენებს დენიელი.

0
226
3-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0