1-მერი ბელი(mary bell)-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, 1968 წელს 11 წლის ასაკში, თავის 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად მათ გაგუდეს ორი ბიჭუნა, 3 და 4 წლის, მსოფლიო პრესამ ამ გოგონას შეარქვა "გაფუჭებული თესლი", "ეშმაკის ნაშიერი" და "გოგონა -მონსტრი", ბავშვები ცხოვრობდნენ ნიუკასლის ღარიბ რაიონში, ნორმას 11 დედმამიშვილი ჰყავდა, ხშირად ისინი ყოველგვარი კონტროლის გარეშე თამაშობდნენ ქუჩაში, რაც შეეხება მერის, მას სურდა, რომ მონაზონი გამხდარიყო, სწავლობდა ბიბლიას, ბიბლიაში აკრავდა ყველა გარდაცვლილი ნათესავის სიას და გარდაცვალების თარიღს.
2-ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი(Jon Venables, Robert Thompson) -ამ ბავშვებმა როდესაც დანაშაული ჩაიდინეს 10 წლისები იყვნენ, მათ დღეს-დღეობით სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.1993 წელს ამ ბავშვებმა მოიტაცეს ლივერპულის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან 2 წლის ბავშვი, სცემეს ჯოხებით, ზედ გადაასხეს საღებავი და რკინიგზის ხაზზე დატოვეს, იმის იმედით, რომ მატარებელი გადაუვლიდა და ჩაითვლებოდა, როგორც უბედური შემთხვევა.
3-ალისა ბუსტამანტი-(Alyssa Bustamante) -ამ 15 წლის გოგონამ, რომელიც ჯეფერსონ-სიტიში ცხოვრობდა(შტატი მისური) მოკლა 9 წლის გოგო, მხოლოდ იმის გამო, რომ "აინტერესებდა რას გრძნობს ადამიანი მკვლელობის დროს", მისი მეზობლის ელიზაბეტ ოლდენის მკვლელობა საგანგებოდ, წინასწარ ჩაიფიქრა, მკვლელობამდე 1 კვირით ადრე გათხარა ორმო, რომელსაც საფლავის როლი უნდა შეესრულებიანა, თუ რა სისასტიკით მოკლა 15 წლის გოგონამ ბავშვი მისი აღწერა არაა ნამდვილად მიზანშეწონილი.ალისას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ვადამდელი განთავისუფლების უფლების გარეშე.
4-ჯორჯ ჯუნიოს სტინი უმცროსი(George Junius Stinney Jr.)მან 14 წლის ასაკში მოკლა ორი გოგონა, 11 წლის და 8 წლის, შემდეგ კი ხევში გადაყარა, ეს მოხდა 1944 წელს, როგორც აღმოჩნდა, მას სურდა 11 წლის გოგონას გაუპატიურება, პატარა კი ხელს უშლიდა, გოგონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მან კი ხელკეტის გამოყენებით ისინი დახოცა.სამხრეთ კაროლინის სასამართლომ ჯორჯ ჯუნიოსი სიკვდილით დასაჯა.
5-ბარი ლუკატისი(barry loukaitis)-1996 წელს ბარი ლუკატისი სკოლაში კოვბოის კოსტუმით გამოცხადდა(მაუზეს ლეიკი-შტატი ვაშინგტონი), შევიდა ალგებრის გაკვეთილზე, თანაკლასელებმა ბარის მოუწონეს კოსტუმი, თუმცა რა იცოდნენ რას მალავდა კოსტუმის ქვეშ, იქ ჰქონდა დამალული, შაშხანა 78 პატრონით და ორი პისტოლეტი, პირველი მისი მსხვერპლი თანაკლასელი 14 წლის მანუელ ველა გახდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი მოკლა, (მათ შორის ალგებრის მასწავლებელი)ამასთანავე მან დაიწყო მძევლების და დაჭრილების აყვანა, ამ დროს დრო იხელთა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მას შაშხანა წაართვა.მას ორმაგი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და +205 წელი დამატებული.
ყველაფერი აღზრდინან და ფსიკიქის და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბბიდან იწყება .ეს მკვლელი ბავშვები არ იყვნენ ჯანსაღ ოჯახში,ჯანსაღ გარემოში აღზრდილები სწორი პრინციპებით