x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
უცნობი არსების მუმიფიცირებულმა გვამმა სოფლის მცხოვრებლები გააოგნა

imageსამხრეთ აფრიკაში ვალეისთან ახლოს, იპოვეს იდუმალი არსების მუმიფიცირებული გვამი, რომელმაც სოფლის მცხოვრებლები საგონებელში ჩააგდო. განსაკუთრებული მღელვარება კი ინტერნეტ სივრცეში გამოიწვია. მისი სურათი ინტერნეტში ატვირთეს როგორც ნაპოვნი უცხოპლანეტელი. სოფლის მცხორებნი გაწბილებულნი დარჩნენ, როცა აღმოჩნდა, რომ გვამი უცხოპლანეტელს არ ეკუთვნოდა. არა და ისინი თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ ამაში. მათ გვამი ექსპერტს გაუგზავნეს გამოსაკვლევად და მოვიდა პასუხი, რომ ის ნამდვილად ერთი ჩვეულებრივი ბაბუინის გვამია. სოფლის მცხოვრებნი თითქმის ეთაყვანებოდნენ ამ გვამს, როგორც უცხო ცივილიზაციის დედამიწაზე ცხოვრების ერთ-ერთ უტყუარ საბუთს. გვამი არის ღია ნაცრისფერი, თხელი, წვრილი დაბოლოებებით(კიდურებით), პატარა თავით. ზოგიერთი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო რაღაც შუალედური გაურკვეველ უცხო არსებასა და მაიმუნს შორის. ექიმმა ვეტერინარმა ჩაატარა გვამის გაკვეთა და განაცხადა, რომ შინაგანი ორგანოების გამოკვლევის შემდეგ, აღარავითარი ეჭვი აღარ არსებობს. ექიმი მაგდალენა ბრაუმი ამბობს:"ეს არის ახალდაბადებული ბაბუინი, რომელსაც ჭიპლარი ისევ სხეულზე აქვს მიბმული. პატარას თავის ქალაზე აღენიშნება ნაკბენი, რომელიც სავარაუდოდ დაბადებისთანავე აქვს მიყენებული. ახალშობილის მკვლელობა ძალიან გავრცელებული ფაქტია ზოგიერთ პრიმატებს შორის. ეს მაშინ ხდება, როცა ახალი მამრი ეპატრონება ოჯახს.

6
96
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
96
  
2013, 13 ივლისი, 9:02
საინტერესო სტატიაა:)
2013, 12 ივლისი, 21:44
რატო?
2013, 12 ივლისი, 21:35
არაფერს,მაგრამ აქ აღარ შემოვალ საერთოდ.რა უსამართლობაა.
2013, 12 ივლისი, 21:33
გმადლობთ ზუკაკო
0 1 6