x
image
K.P.
ნანკა კალატოზიშვილი დედის ამპლუაში
image
სულ ცოტა ხნის წინ ყველასათვის საყვარელი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი დედა გახდა. პატარა დანიელი 6 ივნისს მოევლინა ქვეყანას. ბავშვი 4 კილოგრამს იწონიდა და 53 სანტიმეტრი გახლდათ.

სახელი მამამ, კალათბურთელმა ირაკლი კედიამ, შეურჩია. წყვილი

პატარა დანიელთან ერთად ნანკას დედასთან ცხოვრობს, თავს ასე

უფრო კომფორტულად გრძნობენ. მსახიობი ცოტა მშიშარა დედა


გამოდგა, პირველი 2 დღე ბავშვის ხელში აყვანის ეშინოდა, სამაგიეროდ ირაკლი გამოდგა უშიშარი მამა. წყვილი ძალიან ბედნიერია, თუმცა ჯერ სოციალურ ქსელებსა და ჟურნალ–გაზეთებში არც მათი ინტერვიუ გავრცელებულა და არც პატარა დანიელის ფოტო."ნანკას ბავშვის მოვლაში დახმარება სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ღამე მაწუხებენ, მაღვიძებენ-მეთქი, მშობლები თავადაც მშვენივრად უვლიან. მეც წყნარად ვარ, ჩემთან რომ არიან. თუ საქმე მაქვს და გასასვლელი ვარ, თამამად ვტოვებ ბავშვს მშობლებთან. ნანკა ყურადღებიანი ყოველთვის იყო და ბავშვის მიმართ ხომ გასამმაგებულად ყურადღებიანია. ნანკაც და ირაკლიც უზომოდ ბედნიერები არიან"-გვიამბობს მსახიობის დედა.

image

ნანკა და ირაკლი ჯერ არ დაქორწინებულან. ნანკას მტკიცებით, ბეჭედდასმული ურთიერთობები მას არაფერში სჭირდება. მსახიობმა ისიც დასძინა თუ როდესმე შვილის საბუთებისათვის დამჭირდა ხელს მაშინ მოვაწერო. საინტერესოა იქნებ პატარა დანიელი წყვილის დაქორწინების მიზეზიც გახდეს. imageimage

3
780
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
780
  
2013, 19 ივლისი, 0:57
♥ ♥ ♥ ♥
2013, 11 ივლისი, 23:44
რა კარგი ფოტოებია...ბედნიერ თანაცხოვრებას ვუსურვებ ამ წყვილს,რაღაც ძალინ მომწონს და არ მინდა რომ ერთ დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ როგორც შოუბიზნესშია მოდაში...
0 1 3