სხვა გაბზარული სარკე 2013, 11 ივლისი, 14:02 უცხო ოჯახში სტუმრად მისულმა ერთ-ერთ ოთახში გაბზარული სარკე აღმოვაჩინე. გავიკვირვე: ამას ოჯახში როგორ აჩერებთ, ეს ხომ ცუდის ნიშნად ითვლება-მეთქი. ამ სარკეს სხვა დანიშნულება აქვს, იგი დიდი ბებიის სახსოვარიოა, – მითხრა მასპინძელმა… ეს ბროლის სარკე თამარ ბებიას მზითვად მოჰყოლია და ძალიან უყვარდა თურმე, მაგრამ მისი მაგიური თვისების შესახებ მანაც კი მოგვიანებით გაიგო – უკვე მოზრდილი შვილები ჰყოლიათ, ბაბუა ქალაქში რომ წასულა სამუშაოდ. ერთ ღამეს ბებიას უჩვეულო სევდა მორევია, შეშფოთებული ამდგარა, ოთახები დაუვლია – ხომ ყველაფერი წესრიგშიაო და როცა იმ ოთახში შესულა, სადაც სარკე იდგა კომოდზე, შეუნიშნავს – ცისფერი შუქი იღვრებოდა თურმე მისი ზედაპირიდან. ახლოს რომ მისულა, შიგ საკუთარი გამოსახულება კი არა, ქმრის სახე დაულანდავს, რომელმაც სევდიანად გაუღიმა, შეტრიალდა და გაქრა. სარკე გატკაცუნებულა და გაბზარულა. მეორე დილით ბებიასთვის ქმრის გარდაცვალების ამბავი მოუტანიათ – ბაბუა მეორე სართულიდან გადმოვარდნილიყო (მშენებლობაზე მუშაობდა). 147 1-ს მოსწონს
|