სხვა "ცენტრ პოინტი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ბრალი წაუყენეს 2013, 11 ივლისი, 13:58 თბილისი პროკურატურა რამდენიმე თვის მანძილზე აწარმოებდა გამოძიებას "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ "ამხანაგობა თაბუკაშვილის 88"- ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დასაკუთრებული იქნა სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით, რაშიც იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი - ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებელი, 50 %იანი წილის მფლობელი , მაია რჩეულიშვილი- ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებელი, 50 %იანი წილის მფლობელი და ივანე ცაგურია - კომპანია დექსუსის დამფუძნებელი, 33 %-იანი წილის მფლობელი.
"ამხანაგობა თაბუკაშვილი 88 -ის "წვრების მიერ 2004-2009 წლებში ბინათმშენებლობისთვის მოზიდული იქნა 27 701 000 ამერიკული დოლარი.
მშენებლობისთვის შეტანილი თანხების" ცენტრ პოინტ ჯგუფის "დამფუძნებლების მიერ წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება და მშენებლობის დასრულება.
მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1 065 159 დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა მიითვისა 1 800 333 დოლარი და 85 069 ფუნტი სტერლინგი. მათ დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2მილიონ დოლარზე და 2 მილიონ ლარზე მეტი. მთლიანობაში მითვისებუული თანხები 11 მილიონ ლარს აჭარბებს. რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს წარედგინათ ბრალი - თაღლითობა, მითვისება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. დაყადაღებულია ცენტრ პოინტისა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების უძრავი ქონება. ასევე შპს "დექსუსის" ქონება. 51 15-ს მოსწონს
|