x
image
t.x.
საოცარი აღმოჩენა - შეძლებენ თუ არა მეცნიერები მამონტის გაცოცხლებას?

imageეს საოცრება - ბეწვიანი მამონტი თავის ასაკთან შედარებით საუცხოოდ გამოიყურება. მისი ასაკი კი "მხოლოდ" 39 000 წელია. პრეისტორიული სპილო, რომელსაც სახელად იუკა დაარქვეს, საოცრად კარგადაა შენახული. ის ციმბირის ყინულებში იპოვეს. იუკა 11 წლის ყოფილა, როცა რომელიღაც ცხოველთან ბრძოლაში დაღუპულა. მისი ნარჩენები გასული წლის მარტში იქნა აღმოჩენილი. მამონტის ნარჩენები იოკოგამას(იაპონია) გამოფენაზე იქნა გაგზავნილი. ასეთია საიფორმაცო სააგენტოს The Sun -ის ინფორმაცია, მაგრამ სხვა წყაროების მიხედვით, ის 10 000 წლის ყოფილა (ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს) მთავარი ისაა, რომ მისი მხოლოდ ძვლები კი არა, რბილი ქსოვილები(ხორცი) და ბეწვიცაა შემონახული. ეს კი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს მისი სხეული. მათი დასკვნებით, მამონტს ლომი გამოჰკიდებია, რასაც მის სხეულზე არსებული ჭრილობები და დაკბენილი კუდი ადასტურებს. ლომისგან დაგლეჯილი მამონტი ადამიანებს ჩავარდნია ხელში, ნახევარი შეუჭამიათ, ხოლო მეორე ნახევარი ყინულში ჩაუფლავთ შესანახად.image მეცნიერების ვარაუდით, ადამიანები მის ცხიმს იყენებდნენ, ხოლო ძვლებს რაღაც რელიგიური რიტუალისთვის ხმარობდნენ.

მამონტს წითელი ფერის ბეწვი აქვს. მამონტის წითელი ბეწვი მისი გენეტიკური კოდის შესახებ იძლევა ინფორმაციას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მისი კლონის შექმნა და გაცოცხლება. ასე რომ ელოდეთ, ხვალ თუ არა, რამდენიმე წელში შეიძლება ნამდვილი, ცოცხალი მამონტი ვიხილოთ.image

5
304
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
304
  
2014, 14 მაისი, 8:55
ერთ-ერთი მამოტი, ერთმა გერმანელმა ტურისტმა 1941 წელს გადაიღო რუსეთში. აი ლინკიც, ნუგეშინია გაყალბებული არაა!
http://www.youtube.com/watch?v=jW6vm8Z4I5A
2014, 9 მაისი, 18:41
სიღნაღში ხომ არ ,მოაშენეს ნეტავ?
2014, 4 მაისი, 14:51
ციმბირში ბევრი მამონტი ბინადრობს, ვიდეოზე მაქვს ნანახი! სიცრუე მეცნიერების სახელით; მამონტები მილიარდობით წლების წინათ კი არა, რამოდენიმე ათასი წლის წინათ გადაშენდნენ. (მთლიანად არა)
2013, 11 ივლისი, 12:24
არა მგონია
2013, 10 ივლისი, 20:41
ნეტა გააცოცხლონ ანუ შეძლონ დნმ-ით აღდგენა ძალიან მაგარი იქნებოდა
0 1 5