ქალი და მამაკაცი "დამთვრალი მონატრება". 2013, 10 ივლისი, 11:47 ხავერდის ცაში სიყვარულით მთვრალი მთვარე დაბარბაცებს, ჰაერი ვნების სიცხით იწვის. ყოველი სულიერი თუ უსულო უცნაურსა და იდუმალი გრძნობისგან გაბანგულა.
თვალთა ბზინვა მეგონა, მაგრამ... სველი წვიმასავით აწვიმს ჩემს კალთას ცრემლები. აი, გულს ერთი სატკივარიც შეემატა და აბა რათ არ ვწყევლო ჩემი თავბედი, ბედი ტიალი. გვიანღაა ფიქრს მივეცე უაზრო ჟინის შესახებ. უაზრო ჟინი... უაზრო ჟინი?! განა მონატრება შეიძლება შეედაროს უაზრო ჟინს?... ამოტივტივდა ჩემი გულის კედლებიდან უსაშველო მონატრება. რა გარდაუვალი ხვედრია, დამიმონა, თავის კალთას ამომაფარა და ჩვილივით ამატირა ცხარე ცრემლით. ადამის ნეკნისგან შექმნილი, თიხით გამოძერწილი და სულით შთაბერილი ქმნილება რა უცნაურად დამიბყრო ამ ზეციურმა გრძნობამ. განა შეიძლება ის მოგენატროს ვინც არ გიყვარს? არა, ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ... შეუძლებელი ხომ არაფერია ამ ქვეყნად. "უსაშველო მონატრებისგან" შლეგიანად ვიქეცი. ხელებს ვიწვდი ზეცაში ვეება მთებივით, მთებივით გამაქვავა ვით მზია დევმა, მონატრებამ. ჩემს ფიქრებში ჩუმად გეფერები. ნეტავ იცოდე თოთო ბავშვივით როგორ გითენებ ღამეებს, როგორ ვოცნებობ, როგორ ვლოცულობ შენზე. სალოცავ კერპად იქეცი ჩემთვის. სალოცავ კერპად არა, ალბათ ჩემი ოცნების ფერია ხარ, მე კი შენი მფარველი ანგელოზი. ანგელოზი?! არა, ჩემს თავს ანგელოზს ვერ ვუწოდებ. ანგელოზები არ ოცნებობენ, არ ტირიან და არ იციან რა არაის მონატრება. ჩემი სულის ტკივილამდე მონატრება ხარ. გამოსავალი ვეძიე და მივაგენი. მართლა შემიძლია გავხდე შენი მფარველი ანგელოზი და იცი როგორ? ამ ქვეყანას დავტოვებ, იმ ქვეყნიდან ანგელოზად მოგევლინები. დღესვე დავთმობდი ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს, ოღონდ ერთხელ მაინც გეთქვა, რომ სულ ცოტათი მაინც "მოგენატრე". მეამეა. 13. 11. 2004. 76 18-ს მოსწონს 1-ს არა |
რა კარგი და ლამაზი გრძნობაა სიყვარული :)))))