მხატვრობა ყავის ქაფით შექმნილი შედევრები 2013, 9 ივლისი, 13:23 არტ-ლატე ანუ ყავის 3D-ს ქანდაკება, რომლის შედევრებს ჰქმნის იაპონელი მხატვარი კაზუკი იამამოტო... შემოქმედ მხატვარს შეუძლია ერთ ჭიქა ყავაში გააცოცხლოს სხვადასხვა სახის პორტრეტი ან ქანდაკებები......ის ყავის ქაფის მეშვეობით ჰქმნის შესანიშნავ სხვადასხვა ცხოველების 3D ქანდაკებებს, როგორიცაა ჟირაფი, კატა, კურდღელი ან ბეჰემოტი..... ნიჭიერ ოსტატ იაპონელს ასობით ათასი შემფასებელი ჰყავს სოციალურ ქსელ twitter-ზე, სადაც ატვირთული აქვს მისი შესანიშნავი შედევრები, მალევე გამოუჩნდა მიმდევრები და დაახლოებით 82 000 მომხმარებელი ჩაერთო ამ საინტერესო და სახალისო მუშაობის პროცესში... თუ გიყვართ ყავის ქაფზე “თამაში'' შეეცადეთ თქვენც და აუცილებლად გამოგივათ........ ყავის 3D კურდღელი, ბეჰემოტი, კატა და ჟირაფი ყველა მათგანის ხილვა შეგიძლიათ იაპონურ კაფე-ბარში, სადაც კაზუკი იამამოტო მუშაობს.....მან შეძლო და მოახერხა არტ-ლატეს შედევრების დამკვიდრება იაპონურ კაფე -ბარებში..... მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი შედევრების შესაქმნელად იყენებს შესაბამის საღებავებს იამამოტოს მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს ყავის ქაფი და ფინჯანი..... ამჟამად მხატვარი მუშაობს კაფე “Cafe10g"-ში, ოსაკა.....ასევე ხელოვანი ჰქმნის ცნობილი ჩინელი რეპერის PSY-ისა და Disney-ის 3D შედევრებს......დიდი პოპულარობა მოუტანა სოციალურმა ქსელმა იამამოტოს, მაგრამ მას მალევე გამოუჩნდა კონკურენტი თანაქალაქელი 23 წლის კოჰეი მასტუნო, რომელიც თავს იწონებს ლეიდი გაგას 3D შედევრით..... იამამოტოს მხოლოდ 3-5 წუთი ესაჭიროება იმისთვის, რომ შექმნას “ყავის ქაფის შედევრი''.... 38 8-ს მოსწონს
|