საზოგადოება რა გახდა 22 წლის გოგონას "ჯო ენის " კლინიკაში გარდაცვალების მიზეზი 2013, 7 ივლისი, 21:01 22 წლის გოგონა " ჯო ენის " კლინიკაში დღეს დილით დაიღუპა. ოჯახის წევრების მტკიცებით გოგონა რამდენჯერმე ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს თუმცა გოგონა ექიმებმა საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. საბოლოოდ კლინიკაში ის თავად მშობლებმა მიიყვანეს, სადაც გოგონა მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მშობლები მომხდარში სასწრაფო დახმარების ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ რომ მისი მდგომარეობა ვერც სასწრაფოს ექიმებმა და ვერც კლინიკაში ვერ შეაფასეს. ექიმები აცხადებენ რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ცხედარს მოგვიანებით ესპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები უნდა დადგინდეს. 307 13-ს მოსწონს 1-ს არა
|