x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რასისტული ორგანიზაციები

ათწლეულების მანძილზე მსოფლიოსში არაერთი რასისტული ორგანიზაცია არსებობდა, ზოგიერთი მათგანი დღემდე განაგრძობს არსებობას, თუმცა მათი გავლენა და ძალაუფლება იმდენად ძლიერი აღარ არის. რასისტული ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩეოდა ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ყველაზე მძლავრი რასისტული ორგანიზაციები: კუ-კლუქს-კლანი, ოქროს წრის რაიდნები, არიული ნაცია და ა.შ
imageკუ-კლუქს-კლანი - ექსტრემისტული გაერთიანების სახელწოდება, რომელიც ტერორისტული მეთოდებით მხარს უჭერს ისეთ იდეებს, როგორიცაა თეთრი რასის უპირატესობა, თეთრი ნაციონალობა. ამ ორგანიზაციას უკავშირებენ ლინჩის წესით გასამართლების შემოღებასაც. პირველად კუ–კლუქს–კლანი გამოჩნდა ამერიკაში 1860–იან წლებში, სამოქალაქო ომის შემდეგ, თუმცა არსებობა მალევე შეწყვიტა. მეორე ტალღა დაიწყო 1870–იან წლებში. თავდაპირველად ისინი მხოლოდ აშინებდნენ ხალხს (ეხვეოდნენ თეთრ ზეწრებში და დაქროდნენ ქალაქში); მოგვიანებით კი დაიწყო თავდასხმები და მკვლელობები. კლანს საკმაოდ რთული სტრუქტურა ჰქონდა. არსებობდა მკაცრად განსაზღვრული იერარქია, რომელშიც თითოეულ წევს საკუთარი ფუნქცია გააჩნდა. მათი ქმედებები იყო საკმაოდ სწრაფი და კოორდინირებული. ტერორის მსხვერპლთა დიდ ნაწილს ნეგროიდული რასის წარმომადგენლები შეადგენდნენ, თუმცა ასევე იყვნენ განსხვავებულად მოაზროვნე, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე თეთრკანიანებიც. მიუხედავად იმისა რომ ა.შ.შ–ს კონგრესმა 1871 წელს გამოსცა კანონი კლანის დაშლის შესახებ, ორგანიზაციას დღემდე ჰყავს სერიოზული მიმდევრები .
ოქროს წრის რაინდები – თავისუფლების შვილები
(1850-1860 წლები) - ორგანიზაციის წევთა მთავარი მიზანი იყო ჩრდილოეთის შტატების უპირატესობის ჩვენება. მათ სურდათ სამხრეთის შტატების, მექსიკისა და კარიბის ზღვის კუნძულების ტერიტორიაზე შეექმნათ მონათმფლობელური შტატები.
არიული ნაცია - თეთრი რასისტების უმსხვილესი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1974 წელს და თავის მხრივ აერთიანებს წვრილ–წვრილ რასისტულ ჯგუფებს. ისინი ევროპელებს განიხილავენ, როგორც დაღუპულ/დაკარგულ ერს, ნეგატიურად არიან
განწყობილნი ებრაელების (ადანაშაულებენ სატანიზმში) და შავკანიანების მიმართ (როგორც ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ანალიზი). მათი აზრით, იდეალური სახელმწიფოს შექმნისათვის აუცილებელია ყველა რასობრივი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა გაძევება და ერთიანი არიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ორგანიზებას უწევენ ბანკების ძარცვებს, აფეთქებებს და მკვლელობებსაც კი.
არიული რესპუბლიკური არმია - ჩრდილოამერიკელ ნეონაცისტთა სამხედრო დაჯგუფება. შედგება თეთრკანიანი კათოლიკეებისა და პროტესტანტებისგან. მათ მიზანს წარმოადგენს არიული რესპუბლიკის დაარსება, ლიბერალების, სოციალისტების, ებრაელებისა და ფერადკანიანების განადგურების ხარჯზე. დღესდღეობით ორგანიზაცია აგროვებს საბრძოლო მასალებს და იარაღს, ეჭვმიტანილია 18 ბანკის ძარცვაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ რასიზმის ძირითად მსხვერპლებსაც - შავკანიანებს - გააჩნიათ რასისტული შეხედულებები და მათი პოზიციაც ხშირად ყოველგვარ ფარგლებს სცილდებოდა. თეთრკანიანთა რასისტული ორგანიზაციების პარალელურად აფრო-ამერიკელი მოსახლეობაც აყალიბებდა საკუთარ გაერთიანებებს.
შავი რასიზმი - 1920-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მარკუს გავრიმ, ნეგროიდული რასის თანასწორობისა და თავისუფლებისათვის დაარსა შავკანიანთა მდგომარეობის გაუმჯობესების საერთაშორისო ასოციაცია. მას სწამდა, რომ შაკვანიანების რასა უნდა დარჩენილიყო სუფთა და ყველა შავკანიანს მოუწოდებდა აფრიკაში გადასახლებისკენ, რათა არ შერეოდნენ „თეთრ ეშმაკებს“. ის თავისი იდეებით დაემსგავსა კუ–კლუქს–კლანის იდეოლოგიას, საპირისპირო ჭრილში. 60-იან წლებში მოძრაობას გამოეყვნენ მარტინ ლუთერ კინგის მომხრეები. (არაძალადობრივი დაპირისპირების მომხრეები) და მალკოლმ იქსის მომხრეები, რომლის გავლენითაც დაარსდა „შავი პანტერების“ და „ახალი აფრიკის რესპუბლიკის“ ორგანიზაციები.

image

შავი პანტერები - შავკანიანთა ნაციონალური პარტია. ორგანიზაცია
ამიტომ ორგანიზაციაში ლიდერებს განაწილებული ჰქონდათ ხელისუფლება.მათი დევიზი იყო :“ჩვენ გვინდა მიწა, პური, საცხოვრებელი, განათლება, ტანსაცმელი, შეიქმნა სეგრეგაციის საფუძველზე,

სამართლიანობა და მშვიდობა. საჭიროა ხელისუფლების ლიკვიდაცია და ახალი მმართველობის ფორმის შემოღება, რომელიც უსაფრთხოებისა და ბედნიერების გარანტია იქნება. ორგანიზაციის წევრებს „თავდაცვის“ მიზნით დაჰქონდათ იარაღი, თავს ესხმოდნენ თეთრკანიან ამერიკელებსა და პოლიციელებს. შავი პანტერის მებრძოლები დღემდე აგრძელებენ იატაკქვეშა ბრძოლას, ისინი შეუერთდნენ ისლამისტურ და მემარცხენე რადიკალთა დაჯგუფებებს.
ახალი აფრიკის რესპუბლია - ორგანიზაცია, რომლის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ შტატების ტერიტორიაზე ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომლესაც ეყოლებოდა მხოლოდ შავკანიანი მოსახლეობა. ამასთანავე ისინი ა.შ.შ–ს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენკომპენსაციას (მილიარდების ოდენობით) რასისტული მოძრაობების მიერ მიყენებული ფიზიკური და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად. ამ ორგანიზაციას სათავეში ე.წ „შავი ხელისუფლება“ ედგა, რომელიც მალე პოლიციის სამიზნედ იქცა და მათი წინააღმდეგობაც ადვილად შეაჩერეს.

2
567
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
567
  
2013, 7 აგვისტო, 18:48
კარგი სტატიაა
0 1 2