x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გასართობი კომპლექსი "Disneyland Resort Paris".

image
ევროპის უდიდესი გასართობი კომპლექსი, რომელიც შედგება ორი პარკ-ატრაქციონისგან, გოლფის მოედნისა და ათი სასტუმროსაგან.

ადგილმდებარეობა: 32 კილომეტრი პარიზიდან.
გახსნის თარიღი: 1992 წელი.image
ყოველწლიურად საფრანგეთის დისნეილენდს 13 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობს.
ფაქტობრივად, ეს არა მხოლოდ ატრაქციონების პარკია, არამედ უზარმაზარი გასართობი კომპლექსი, რომელიც 2 ათას ჰექტარ ტერიტორიას იკავებს და შედგება ორი თემატური პარკისა და გოლფის მოედნისგან (Golf Disneyland).
ასევე პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია პატარა სოფელი Disney Village უამრავი მაღაზიით, რესტორნით, სუვენირების მაღაზიით (რომლებიც მაშინაც კი მუშაობს, როცა პარკი დახურულია).imageაქვეა ათი სამ, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროც.imageDisneyland Resort Paris ატრაქციონების ორი სხვადასხვა პარკისგან შედგება: პირველია Disneyland Park, რომელიც 1992 წელს გაიხსნა და მეორე - Walt Disney Studios Park, რომლის გახსნის ცერემონიაც 2002 წელს გაიმართა.
Disneyland Park - ესაა სახელგანთქმული კომპლექსის ძირითადი ნაწილი, რომელიც კალიფორნიის დისნეილენდის მსგავსადაა მოწყობილი. ის გაყოფილია ხუთ თემატურ ზონად, რომელთაგან თითოეული ზღაპრებისა და ცნობილი ფილმების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას იძლევა.imageDisneyland Paris - Main Street
პარკში შესვლისას ადამიანი ხვდება აშშ-ის მთავარ ქუჩაზე - Main Street USA, რომელიც XIX საუკუნის ამერიკული ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი. აქ არის მაღაზიები, რესტორნები და სილამაზის სალონებიც კი.imageპარკის ამ ნაწილის მთავარი ატრაქციონები სტუმრებს აუჩქარებელ კვლევით მოგზაურობას სთავაზობს, აქვე არის ვაგზალიც, საიდანაც ორთქლმავლები გადიან.imageგარდა ამისა, პარკის სწორედ ამ ნაწილში იმართება დისნეის გმირების ულამაზესი აღლუმები და საღამოს წარმოდგენები.imageimageაქვე იმართება დისნეილენდის სახელგანთქმული ფეიერვერკები მძინარე მზეთუნახავის კოშკის თავზე.image
Main Street USA-დან პარკის სხვა თემატურ ზონებში შეიძლება გადასვლა.
Disneyland Paris
უფროსებს, რომლებსაც ადრენალინის მოწოლა უნდათ იგრძნონ, ალბათ, ურჩევნიათ პირდაპირ თავგადასავლების ქვეყნისკენ - Adventureland-სკენ გაემართონ, სადაც მათ ატრაქციონი Indiana Jones and the Temple of Peril, ამერიკული მთები Big Thunder Mountain ელით.imageimage
აქვეა ატრაქციონი Pirates of the Caribbean ელით, რომლის დეკორაციები ამავე სახელწოდების ფილმს მოგაგონებთ.imageimage
ასევე შეგიძლიათ მოხვდეთ ველურ დასავლეთში - სასაზღვრო ქვეყანაში Frontierland, სადაც ნერვების გვარიანად შერყევა შეიძლება მოჩვენებათა სახლში Phantom Manor.imageimage
შეგიძლიათ გაისეირნოთ ტომ სოიერის დროინდელ თბომავლებზე, შეხვდეთ კოვბოებსა და ინდიელებს. image
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს იწვევს Discoveryland.image
პარკის ეს ნაწილი ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანის მოტივებზე აშენდა - მომავლის შესახებ იმ წარმოდგენების მიხედვით, რომლებიც XIX საუკუნეში არსებობდა.image
ამ ნაწილის ყველაზე ცნობილი ატრაქციონია - Space Mountain: Mission 2, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი პარიზის დისნეილენდში.image
მძინარე მზეთუნახავის ციხესიმაგრე
ყველაზე მცირეწლოვან სტუმრებს ელის Fantasyland - ფანტაზიების ქვეყანა, რომელიც სავსეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საყვარელი ზღაპრების მოტივებზე შექმნილი ატრაქციონებით.image
სწორედ აქ მდებარეობს ფრანგული დისნეილენდის სიმბოლო - მძინარე მზეთუნახავის ულამაზესი ციხესიმაგრე.image
მეზობელ ატრაქციონებზე ბავშვები სეირნობენ ალისას საოცრებათა ქვეყნის ლაბირინთში, ადიან ფუნიკულიორზე პიტერ პენთან ერთად, მოგზაურობენ პინოქიოს თანხლებით, ხოლო ატრაქციონზე „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ფიფქიას ჯადოსნურ ისტორიას იხსენებენ. image
მეორე პარკი Walt Disney Studios Park საინტერესოა მათთვის, ვინც კინოწარმოების პროცესის შიგნიდან ნახვაზე ოცნებობს. მაგალითად, ატრაქციონ Studio Tram Tour-ზე თქვენ გაისეირნებთ ორთქლმავალზე სხვადასხვა ანიმაციური თუ მხატვრული ფილმის (101 დალმატინელი, პერლ ჰარბორი, კურდღელი როჯერი და სხვ.) დეკორაციებით.image
დღისით იმართება კასკადიორთა შოუ Moteurs… Action! სადაც ავტომობილებსა და მოტოციკლებზე თავბრუდამხვევი ილეთები სრულდება - ამის საკუთარი თვალით ნახვა, რათა გაიგოთ, როგორ იღებენ ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, ნამდვილად ღირს!
პარკის ამ ნაწილში განლაგებულია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ატრაქციონი - Rock ’n’ Roller Coaster. ესაა დახურული ამერიკული მთები, რომლებზე მთელი მოგზაურობაც მიმდინარეობს (თუ მიფრინავს) ჯგუფ Aerosmith-ის მუსიკის თანხლებით.
2007 წელს პარკში გაიხსნა კიდევ რამდენიმე ატრაქციონი პოპულარული ანიმაციური ფილმების - „ნემოსა“ და „მანქანების“ მოტივებზე.image
აღსანიშნავია, რომ პარიზის დისნეილენდი არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე პოპულარული პარკია ევროპაში და, შესაბამისად, აქ მუდმივად უამრავი ხალხი ტრიალებს.
რადგან ყველაზე პოპულარულ ატრაქციონებთან ყოველთვის უზარმაზარი რიგებია (ხანდახან ხალხს 2 საათი უწევს ცდა), პარკში არსებობს სერვისი FastPass. ესაა უფასო ბილეთები, რომლებითაც ატრაქციონებზე ურიგოდ შესვლა შეიძლება. მათი აღება შესაძლებელია ავტომატებში, რომლებიც ატრაქციონებთანაა დამონტაჟებული. ბილეთები მხოლოდ ერთი საათის განმავლობაშია მოქმედი. FastPass-ის რაოდენობა შეზღუდულია, მათი აღება მხოლოდ საათში ერთხელ შეიძლება. მართალია უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურ სეზონზე ყველაზე პოპულარულ ატრაქციონებზე მეორე რიგი დგას ხოლმე: ერთი - ჩვეულებრივი, მეორე ცოტა უფრო მოკლე რიგი - FastPass-ებით.
Toy Story Playland
ატრაქციონი სახელწოდებით Toy Story Playland სტუდია Pixar-ის წარმოებული პროდუქციის მოტივებზეა აგებული.image
ეს შედარებით ახალი ატრაქციონი სტუმრებს ილუზიას უქმნის, რომ ისინი სათამაშოების ნამდვილ სამყაროში მოხვდნენ და მათსავით დაპატარავდნენ - მათ აქ ხვდება გიგანტური ზომების ბაზ ლაითერი, უზარმაზარი კუბები და სხვა სათამაშოები.imageimage
ეფექტის გასაზრდელად ატრაქციონის ირგვლივ 9-მეტრიანი ბამბუკის ხეები დაირგო, რომლებიც კარგად არის შეხამებული პარკის ტერიტორიაზე არსებულ 30 მეტრამდე სიმაღლის საუკუნოვან ხეებთან.
Toy Story Playland შედგება ორი ამერიკული მთისა და ორიგინალური კარუსელისგან. ატრაქციონის გვერდით აშენებულია დიდი საბავშვო მოედანი. პოპულარული მულტფილმის მესამე ნაწილის თაყვანისმცემლები, ალბათ სათანადოდ შეაფასებენ ამ ულამაზეს სანახაობას.image
მთლიანობაში ფრანგული დისნეილენდი იმად ნამდვილად ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ესტუმრო, უდარდელ დასვენებასა და თავგადასავლებში ჩაიძირო და ცხოვრება ლამაზი ემოციებით აავსო.
ტექნიკური დეტალებიimage
ცხადია ასეთი უზარმაზარი ტერიტორიის ერთ დღეში შემოვლა შეუძლებელია, ამიტომ პარიზის დისნეილენდში ჩასვლა მინიმუმ 2 დღით მაინც არის რეკომენდებული. როგორც აღინიშნა, სტუმრებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით აქ არის სხვადასხვა კატეგორიის ათი სასტუმრო, რომლებში ადგილის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო.

image
მათთვის, ვინც ორი, სამი, ოთხი ან ხუთი დღით ჩადის, ბილეთების მრავალნაირი ვარიანტი არსებობს.
გასართობი პარკის სამუშაო რეჟიმი: მთელი წელიimage
სამუშაო საათები: პარკები ღიაა 10:00 საათიდან, ხოლო დახურვის დრო კონკრეტულ თარიღებზეა დამოკიდებული. განრიგის დაზუსტება დისნეილენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
ბილეთები: პარკი სტუმრებს ფასდაკლების მრავალგვარ ვარიანტს სთავაზობს. ორი, სამი, ოთხი და ხუთი დღის ბილეთების ყიდვით ორ პარკში, მნიშვნელოვნად დაზოგავთ თანხას. ფასებისა და ფასდაკლების სქემის ნახვაც საიტზეა შესაძლებელი. ორიენტირისთვის კი ვიტყვით, რომ ერთდღიანი ბილეთების ღირებულება უფროსებითვის 1 დღით ერთ პარკში 50 ევროს შეადგენს, ხოლო ერთი დღით ორ პარკში - 60 ევროს.
ბავშვის ბილეთი 3-დან 11 წლის ჩათვლით ღირს 42 ევრო (ერთი დღე, ერთი პარკის არჩევით) და 52 ევრო (ერთი დღე, 2 პარკი).
სამ წლამდე ბავშვების შესვლა უფასოა.
როგორ უნდა მიხვიდეთ: 32 კილომეტრი პარიზის აღმოსავლეთით. ავტოსტრადა А4, გადასასვლელი №14, შემდეგ პარკის მანიშნებლებით.
მატარებლებზე RER: ხაზი А ბოლო სადგურამდე Marne-La-Vallee/Chessy (დაახლოებით 35-40 წუთი), შემდეგ ფეხით.
ავტობუსით: შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტიდან მოძრაობს ავტობუსები - 08:30-დან 19:30-მდე განრიგით, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ შემდეგ გვერდებზე: visit.disneylandparis და vea.frimage
პარიზის დისნეილენდის ოფიციალური საიტია: disneylandparis.com

































0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0