x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სანაპიროზე გიგანტური თვალი აღმოაჩინეს
The Giant Swordfish Eyeball in Florida


ფლორიდის სანაპიროზე გიგანტური თვალი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტზე ფოტოები 2012 წლის ოქტომბერში გავრცელდა. გიგანტური თვალის ფოტოებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, წარმოიშვა მრავალი ვერსია მის "პატრონთან" დაკავშირებით.


Giant Squid


ზოგი თვლის, რომ ეს შეიძლება ზღვის კალმარს (ზღვის მოლუსკი თავფეხიანების კლასის. მისი ხორცი ითვლება ძვირფას საკვებ პროდუქტად) ეკუთვნოდეს, თუმაც მალე გაირკვა, რომ აღნიშნული თვალი ეკუთვნის გიგანტურ ხმალთევზას.



The Giant Swordfish Eyeball in Florida


"ექსპერტებმა უკვე ჩაუტარეს ყველა შესაძლო გამოკვლევა და თვალის ფერის, მისი ზომისა და სტრუქტურის გამო მიგვაჩნია, რომ ეს თვალი ეკუთვნოდა გიგანთურ ხმალთევზას" - განაცხადა ფლორიდის ბუნების დაცვის კომისიის თანამშრომელმა, Joan Herrera-მა.


The Giant Swordfish Eyeball in Florida


"სწორი იქნება მსჯელობა, თუ ვიტყვით, რომ თვალი მეთევზეებმა ამოჭრეს და გადააგდეს ზღვაში" - განაცხადეს ეკოლოგებმა. მათ ექსპერტებთან ერთად თვალს გენეტიკური ტესტიც ჩაუტარეს.


The Giant Swordfish Eyeball in Florida


ხმალთევზამ თავისი სახელი მისი ფორმის გამო მიიღო. მისი სიგრძე 4.5 მეტრსაც კი აღწევს ხოლმე, ხოლო წონით 650 კილოგრამიანი ეგზემპლიარიცაა დაფიქსირებული. ამ საოცარ თევზს 100კმ/სთ სიჩქარით შეუძლია ცურვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხმალთევზას კატარღებიც კი ჩაუძირია.


Giant Swordfish (world Record) Lou Marron


ფოტოზე გამოსახულია გიგანტური ხმალთევზა, რომელიც Lou Marron-მა დაიჭირა 1953 წელს. იგი 536.15 კილოგრამი იყო.



2
293
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
293
  
2013, 7 ივლისი, 11:16
დედა, რა იყო ეს! :))
2013, 7 ივლისი, 10:22
ვინ დაკარგეთ თვალი?
0 1 2