მრეწველობა 15 ფაქტი კოკა-კოლაზე, რომელიც გონებას აგირევთ 2013, 5 ივლისი, 13:57 ![]() კოკა-კოლა არის ყველგან. უკვე ხატად ქცეულ ამერიკულ ბრენდს მსოფლიოს მაშტაბით ყველგან იცნობენ. კოკა-კოლა გვხვდება მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მეტიც, ათასობით ისეთი სასმელი არსებობს, რომლის შესახებაც არაფერი გაგიგიათ, თუმცა ეკუთვნის კოკა-კოლას ოჯახს. კოკა-კოლა ინარჩუნებს ამერიკის გაზიანი სასმელების ბაზრის ლიდერობას 42.8%-ით. აღსანიშნავია პეპსის მაჩვენებელი, 31.1%. მსოფლიოს მაშტაბით ჯამში 1.7 მილიარდი კოკა-კოლის პორცია ისმევა. ![]() ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე. თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე, ყველას გასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება. ![]() კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500 ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და დამთავრებული სოიოს სასმელებით. კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი საფეხურით მაღლა დგას. ![]() ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან. გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის ნაცნობი ჩიფსი "ლეისი". ![]() თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს - 4-ჯერ მეტს, ვიდრე ემფაიარ სთეით ბილდინგია. ![]() კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს. კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვა, "ოკეის" შემდეგ. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან 15 ეკუთვნის კოკა-კოლას. ![]() მსოფლიოს მაშტაბით, საშუალოდ ადამიანი კოკა-კოლას მოიხმარს ყოველ მეოთხე დღეს. კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და ეფლი ერთად. კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი ყოველწლიურად, ამერიკელები იღებენ 1.7 მილიონ ტონა (4.8 კგ-ს თითოეული ადამიანი) შაქარს მხოლოდ კოკა-კოლიდან. ![]() თითეულ პორციაში რის 39 გრამი შაქარი. შესაბამისად, ერთი ამერიკელი იღებს 4.8 კილოგრამ შაქარს. ეს რომ გაამრავლო 307 მილიონ ამერიკელზე, მივიღებთ 1.7 მილიონ ტონა შაქარს. საშუალოდ ერთი მექსიკელი უფრო მეტ კოკა-კოლის ნაწარმს სვამს, ვიდრე საშუალოდ ერთი ამერიკელი, ბრიტანელი, იდოელი და ჩინელი ერთად. საშუალოდ, ერთი მექსიკელი სვამს 665 პორცია კოკა-კოლის ნაწარმს. ამერიკელები 399-ს, ბრიტანელები 202-ს, ჩინელები 32-ს, ხოლო ინდოელები 9 პორციას, რაც ჯამში 642 პორცია გამოდის. ყოველწლიურად, კოკა-კოლა იყენებს 300, 000 ტონა ალუმინს თავისი ქილების წარმოებისთვის. ეს არის ამერიკის ალუმინის ინდუსტრიის დაახლოებით 17.4%. ![]() კოკა-კოლა ყიდის 1000-ზე მეტი სახეობის ნატურალურ წვენს, მათ შორის: Simply, Minute Maid, Fruitopia, Hi-C, Fuze და Odwalla 1652 4-ს მოსწონს |
გიჟია ეს ხალხი რა, ყველამ იცის რომ მავნებელია და მაინც სვამენ.
გაუმარჯოს წვენს და კომპოტს! :))