x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134684
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
ყველაზე უცნაური სარესტორნო კერძები
ამერიკულმა საიტმა სახელწოდებით Food & Wine გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური და ლამაზი სარესტორნო კერძების ტოპ ათეული. მათი უმრავლესობა ხელოვნების ნიმუში უფროა ვიდრე კერძი.


1. სალათი Gargouillo, ავტორი მიშელ ბრასი (Michel Bras), რესტორანი Laguiole, საფრანგეთი. სალათის შემადგენლობაში შედის სეზონური ბოსტნეული, მწვანილი, მარცვლეული და ყვავილებიც კი.


image






























2. ბეზეს დესერტი სახელწოდებით Les Cristaux de Vent (ქარის კრისტალები), რესტორანი Pierre Gagnaire, პარიზი, საფრანგეთი.



image






























3. ლოკოკინის ხიზილალა, სახელწოდებით El Bulli, რომელიც ესპანეთში შეგიძლიათ დააგემოვნოთ.


image






























4. კვერცხი ათქვეფილი ნაღებითა და ხიზილალით თუ გსურთ, ნიუ-იორკში, რესტორან Jean Georges-ში მოგიწევთ გამგზავრება.


image



























5. კერძი, სახელწოდებით Heart of Palm (პალმის გული) შედგება 5 ნაჭერი პალმისგან, რომლებსაც განსხვავებული შიგთავსი აქვთ. მისი მირთმევა ჩიკაგოში, რესტორან Alinea-ში არის შესაძლებელი.


image






























6. Confit of Moulard Duck "Foie Gras", რომლის შემადგენლობაში შედის გაყინული ბატის ღვიძლი, მოცხარის მარინადი, და რესტორნის ეზოში დაკრეფილი ყვავილები. მისი დაგემოვნება კალიფორნიაში, რესტორან French Laundr-ში არის შესაძლებელი.


image






























7. La Tomate ასე ეწოდება კერძს, რომელიც კლასიკური სალათი კაპრეზეს ერთგვარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ეს არის პომიდვრის მარინადი ბაზილიკის სოუსში, რომელსაც დამატებული აქვს ზეითუნის ზეთი, ტომატის პიურე და ყველი მოცარელა. მისი მირთმევა ლას-ვეგასში, ფრანგულ რესტორან Joël Robuchon-ში არის შესაძლებელი.


image






























8. კენკრისა და ჭარხლისგან შექმნილი ეს შედევრი შეგიძლიათ ესპანეთში, რესტორან Mugaritz-ში დააგემოვნოთ. მისი სახელწოდებაა Red Fruits From the Garden (წითელი ხილი ბაღიდან).

image






























9. ხამანწკებისა და ხიზილალისგან შემდგარი კერძი სახელწოდებით Vichyssoise, შეგიძლიათ მიირთვათ ნიუ-იორკში, Eleven Madison Park-ში.

image





























10. კერძი, რომლის შემადგენლობაში შედის ზღვის კაპარჭინა, ლიმონის ნაჭრები და ბერგამოტის ჟელე. იგი შეგიძლიათ მიირთვათ პარიზში, რესტორანში Alain Ducasse au Plaza Athénée.


image
































დიდი სურვილი გამიჩნდა რომელიმეს დაგემოვნებისო, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ვინმეს ასეთი სურვილი მაინც გაგიჩნდათ, გემრიელად მიირთვით!





















2
214
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
214
  
2013, 5 ივლისი, 13:27
მადლობა.
2013, 5 ივლისი, 12:54
საინტერესო ნიუსია ძალიან
0 1 2