x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512150
XX საუკუნის კახელი მეფე

image







როგორ ცნობილია,
ქიზიყელები კახელებისაგან განმასხვავებელ ნიშნად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ქიზიყს
ბატონი არ ჰყოლია და უბატონო მხარის შვილები არიან. მათივე განმარტებით ქიზიყელებს,
თავის ჭერაში და მიხვრა-მოხვრაშიც კი ეტყობათ უბატონო მხარის შვილობა, რაც ნამდვილად
ასეა.


მიუხედავად
ზემოაღნიშნულისა, მივლინებაში მყოფმა, ერთ ასეთ ისტორიას მოვკარი ყური და საკმაოდ ბევრიც
ვიხალისე. 80-იან წლებში, ერთ-ერთ ქიზიყის მცხოვრებს, გამოუცხადებია მეფე ვარო და იქ
არსებულ ციხეზე გამაგრებულა. აუყვანია ვეზირები, ჯარი და მეფის კარზე მოღვაწე სხვა
პირები. საინტერესო ის არის, რომ მეფის კარზე მოღვაწეობდნენ არა მხოლოდ ჩვეულებრივი
გლეხები, არამედ საკმაოდ გავლენიანი პირებიც და მეფეს საკვებით ამარაგებდნენ.


ადგილი, სადაც
მეფე იყო გამაგრებული, საკმაოდ მაღლობია და ერთ-ერთი ნადიმის შემდეგ, მეფეს გადაუხედავს
სამეფოდან, გაუშვერია ხელი და ორი წარჩინებული ვეზირისათვის მიუმართვას, თქვენთვის
მიბოძებია კახი და ნუხიო. რამდენადაც ამბობენ, ეს ორი ვეზირი მართლაც ჩასულა კახში
და იქ მცხოვრები თათრებისათვის უთქვამთ, აიყარეთ აქედან, ეს მიწა მეფემ ჩვენ გვიბოძაო.


იმდენად შესულა
მეფე და მისი სამეფო კარი აზარტში, რომ ციხის დასათვასლიერებლად მისული რაიკომის მეორე
მდივანიც კი არ შეუშვიათ სამეფოში, მეფე ისვენებსო.


ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მეფე დღესაც
ცოცხალია და საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა მეფის სტატუსის გარეშე.













imageimage



22
230
26-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტარტალიოტა
ტარტალიოტა
230
  
მე პირადად ქიზიყელი ვარ და ერთ პატარა ისტორიას მივაწერ: ქიზიყში რომ შედიხარ პირველი სოფელია ანაგა და იქ მისულა აზნაური. ცოტა დაბალი კაცი ყოფილა დე ერთ გლეხს სკამი მიუცია ზედ ადი რომ ხალხმა კარგად დაგინახოსო. ასულა აზნაური სკამზე და მოსახლეობას ეუბნება: მე თქვენი ბატონი ვარ და თქვენ უნდა დამემორჩილოთო. ამის მოსმენისას ხალხმა სიცილი დაიწყო და დიშალნენ მხოლოდ ის კაცი დარჩა ვინც სკამი ათხოვა. აზნაურს გაუხარდა ერთი მაინც გადავიბირეო და ასე უთხრა გლეხს: შენ ისე კარგად იქცევი იქნება მოურავობასაც გამოკრა ხელიო. გლეხმა უპასუხა: მოურაობის რა გითხრა მაგრამ ეგე სკამი მომეცი თორე ჩემოგიღებ და საზამთროსავით გაგხეთამო. და მარტო ეს არა. კიდევ ბევრი ისტორიებია და თუ დაგაინტერსებთ კონკრეტულად რით ვამთკიცებთ რომ ქიზიყი უბატონო მხარეა იკითხეთ კვიპაროსის ამბავი რომელიც ძალიან ჰგავს ნაძვის ხეს... დიდი მადლობა.
2013, 12 ივლისი, 12:47
ვენაცვალე მთლიან ერთიან საქართველოს თავისი კუთხეებით
2013, 6 ივლისი, 12:15
:))) რა მაგარი და XX საუკუნის მეფე ასე უყურადგებოდ და ჩრდილში როგორ დატოვეს:D გაიხარე კარგია მათლა
2013, 5 ივლისი, 15:32
ჩვენ სიმშვიდე:):):)
2013, 5 ივლისი, 15:29
:). არავისზე და არაფერზე არ ვბრაზდები:)
2013, 5 ივლისი, 10:22
საჩივრებზე კიდე ნუ გაბრაზდები უსამართლოდ რომ ასაჩივრებენ თვითონ აკლდებათ რეიტინგი,დისლაიქებს კიდე ლაჩრები წერენ და მეტი არავინ!ისიც დაწერონ რა არ მოსწონთ მაშინ;)
2013, 5 ივლისი, 10:21
მაგარია,შეგძლებია სტატიების წერა და დადე ხოლმე:)
2013, 4 ივლისი, 15:58
გაიხარე მეგოპბარო ძალიან სამხიარულო სტატიაა საღოლ ჩაგეთვალა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10