x
image
sunshine
ნინი ბადურაშვილი ქმარს დაშორდა !!!
imageნინი ბადურაშვილი ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა და თავადაც საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა საქართველოში. დაახლოებით 1 წლის წინ ყველასათვის მოულოდნელად ნინი გათხოვდა, ვინმე ირაკლი კუტალაძეზე, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში.


მაშინვე აგორდა ხმები, რომ ნინი სიყვარულით არ გათხოვილა, რომ მხოლოდ ქმრის ფინანსური მდგომარეობა აინტერესებდა, ამბობდნენ იმასაც, რომ ნინი ბადურაშვილს ქეთა თოფურიას წარმატების შურდა და სურდა თავადაც წასულიყო მოსკოვში და შოუბიზნესში ჩართულიყო.


ასე თუ ისე ქორწილი შედგა, წყვილი გაემგზავრა რუსეთში და რამოდენიმე ხანში გავიგეთ ნინის დაფეხმძიმების ამბავიც. შემდეგ იყო საქართველოს ვარსკვლავის ჟიურის წევრობა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 1 ივლისს გავრცელდა შოკისმომგვრელი ინტერვიუ, რომელიც ერთერთ ჟურნალისტს მისცა ნინის ქმარმა - ირაკლი კუტალაძემ.


ინტერვიუში ნათლად არის გამოთქმული, რომ ნინიმ და ირაკლიმ ერთად მხოლოდ თვენახევარი იცხოვრეს, რის შემდეგაც ნინი და ირაკლი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.



მიზეზად ირაკლი ასახელებს იმას, რომ ნინის ინტერესებში არ შედიოდა ქმარი და ოჯახი. მას მხოლოდ კანონიერი ქმრისგან გაჩენილი კანონიერი შვილი და კარიერის აწყობა უნდოდა.


ასეა თუ ისე ნინიმაც და მისმა ოჯახმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ბადურაშვილი-კუტალაძის ოჯახი აღარ არსებობს და ირაკლი კუტალაძის თქმით, ის ვერ ხედავს ვერცერთ მიზეზს ნინისთან ოჯახის შესანარჩუნებლად და სავარაუდოდ წყვილი ოფიციალურად დაშორდება.


ძალიან დასანანი და სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჩემი აზრით ნინი ბადურაშვილი ბევრად უკეთეს პიროვნებას იმსახურებს.

შეიძლება არ მოგწონთ ნინი, არც მე ვარ მისი გულშემატკივარი, მაგრამ მამაკაცი, რომელიც საქვეყნოდ დაიწყებს საკუთარ ოჯახზე ჭორაობას ჩემ თვალში დაცემულია.


imageimageimageimage



0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:sunshine
sunshine
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0