x
image
natia.a
ყოველდღიური საგნები, რომლებიც თურმე რადიაქტიული ყოფილა
image

ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის ძირითადი საგნები თუ ადგილები, რომლებიც რადიაციის აშკარა წყაროა: ატომური ელექტროსადგურები, ბირთვული იარაღი, მიკროტალღური ღუმელი, გარკვეული ტერიტორიები უკრაინაში. მაგრამ აუცილებელია ასევე ვიცოდეთ, რომ რადიაციული გამოსხივება, მართალია შედარებით ნაკლები ინტენსიურობით, მაგრამ მაინც არის ზოგიერთ საგანსა თუ პროდუქტში, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ამგვარი საფრთხე ვერც კი წარმოგვიდგენია.


1. ბრაზილიური კაკალი, რომლის ფესვებიც ნიადაგში იმდენად ღრმად ჩადის, რომ ბუნებრივი რადიაციის წყაროს აღწევს და იქიდან იღებს რადიაქტიულ ელემენტებს.


image




2. ნიუ იორკის ცენტრალური სადგური, რომლის რადიაქტიულობა განპირობებულია იმით, რომ შენობის ფუნდამენტი და კედლები აგებულია მთის გრანიტით. ეს უკანასკნელი კი ბუნებრივი რადიაციის წყაროა. რადიაციის დონე აქ უფრო მაღალია, ვიდრე ატომური ელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე.


image



3. გრანიტის ზედაპირიანი მაგიდაც ასევე რადიაციის ბუნებრივი წყაროა.


image












4. საევაკუაციო ნიშნები, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში ხშირად გვხვდება. რამდენადაც ეს ნიშნები განკუთვნილია კატასტროფისა თუ სხვა ექსტრემალური სიტუაციების დროს ხალხის ევაკუაციისთვის, ისინი არ არის ჩართული დენის წყაროში (ამ დროს ხომ შეიძლება ელექტრო ენერგია საერთოდ გაითიშოს). მაშ, რითი ინთება ისინი? შუქის წყაროს წარმოადგენს წყალბადის რადიაქტიული იზოტოპი - ტრიტიუმი. ამდენად, საევაკუაციო ნიშნის დამსხვრევა ძალიან საშიშია.


image



5. ბანანის რადიაქტიულობა განპირობებულია მისივე გენეტიკური კოდით. თუმცა ნუ შეშინდებით! ეს რადიაცია ძალიან მცირეა და იმისათვის, რომ ორგანიზმზე გავლენა იქონიოს, ადამიანმა 5 მილიონი ბანანი უნდა შეჭამოს.


image



6. სიგარეტი შეიცავს ისეთ რადიაქტიულ ელემენტებს, როგორიცაა პოლონიუმი - 210 და ტყვია. ასე რომ მის სხვა "სასარგებლო" თვისებებს რადიაქტიულობაც ემატება. ამიტომ დროა თავი დაანებოთ!


image





















7. კერამიკისა და შუშის ნაკეთობები, რომლებსაც პრიალა ზედაპირი აქვთ, მოპირკეთებულია სპეციალური თიხით, რაც შეიცავს ურანს და, შესაბამისად არის რადიაციის წყარო.


image



8. რადიაციის წყაროა ჟურნალის პრიალა ფურცლები, რომლებსაც უსმევენ თეთრ თიხას- კაოლინს, რაც შეიცავს ურანსა და ტროტიუმს.


image




0
760
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0