შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილი ქმრის ბრალდებებს პასუხობს 2013, 2 ივლისი, 22:23 ნინი ბადურაშვილი ქმარს დაშორდა, თვეების მანძილზე გავრცელებული ჭორები სიმართლე აღმოჩნდა, ურთიერთობამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა. მომღერალი და მისი გარემოცვა გავრცელებულ ჭორებს დიდხანს უარყოფდა. ყველაფერს ფარდა ნინის მეუღლემ, ირაკლი კუტალაძემ ახადა. მან ჟურნალ "თბილისელებს" სკანდალური ინტერვიუ მისცა: "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები. მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს, ისევ საკუთარი პიარისთვის-ნახეთ ქმარმა სამშობიაროში მიატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ მოყვება მოთხოვნები". ნინის ბებიამ, ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ნინი დაიცვა. მისი თქმით, ირაკლი ნინისთვის დროს ვერ პოულობდა, ნინი კი მთელი დღის მანძილზე მარტო იყო სახლში: "ნინის მარტო უწევდა ყოფნას. ამბობდა, ირაკლიმ გადახედოს თავისი ცხოვრების წესსო. ხანდახან მაინც რომ მისულიყო სახლში. უცხო ქალაქში სრულიად მარტო იყო. ეს არის, რაც ნინის ჩემთვის უთქვამს. მას ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ძალიან გულდაწყვეტილი იყო".
სულ ცოტა ხნის წინ კი მომღერალი თავად გამოეხმაურა მომხდარს. "ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!"-წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მომხდარს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთნი ნინის პოზიციას იცავენ, მეორენი კი მას ანგარებიან ქალად ნათლავენ. მეგობრები მომღერალს თბილი სიტყვებით ანუგეშებენ.
სალომე გოგიაშვილი: "ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ და ცოდოა ის ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად".
ქეთა თოფურია: "ნინი, შენ ბევრად მეტს იმსახურებ, არაჩვეულებრივი პიროვნება ხარ და უზომოდ მიყვარხარ". ანრი ჯოხაძე: "ვისაც შარვალი აცვია, განა ყველა კაცია? ნინი მიყვარხარ!!!" საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები... 944 10-ს მოსწონს
|