x
image
ტორნადო07
ყველაზე უცნაური ბანკნოტები ისტორიის განმავლობაში
წარმოგიდგენთ რამოდენიმე ბანკნოტას, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გამოშვებულთა შორის ყველაზე უცნაურ ბანკნოტებად ითვლებიან.image




საკონცენტრაციო ბანაკის ბანკნოტები (ჩეხეთი)image


ეს ბანკნოტები ნაცისტებმა შექმნეს საკონცენტრაციო ბანაკ ტერეზიენშტადში შიდა მიმოქცევისათვის. ეს ბანაკი ჩეხეთში მდინარე ოგრჟეს სანაპიროსთან მდებარე გარნიზონურ ქალაქ ტერეზინთან მდებარეობდა. ეს ბანაკი ნაცისტებში "საჩვენებელ" ბანაკს წარმოადგენდა. მას აჩვენებდნენ წითელი ჯვრის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როგორც ებრაელებთან კარგი მოპყრობის ნიმუშს. იქ ფუნქციონირებდა სინაგოგები, სალექციო დარბაზები, გამოიცემოდა ჟურნალები და ტარდებოდა კონცერტები. ეს ბანკნოტები 10 და 20 კრონა წითელი ჯვრისათვის საჩვენებლად დაიბეჭდა. მათ სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ ჰქონდა და ისინი არავის აინტერესებდა.


ბანკნოტა, რომელზეც დიქტატორის სახეა ამოჭრილი (ზაირი)image



1997 წელს აფრიკულმა სახელმწიფო ზაირმა (დღეს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო) დაამხო ჟოზეფ მაბუტუს დიქტატორული რეჟიმი. როდესაც ახალი ხელისუფლება ნაღდი ფულის უკმარისობის პრობლემას შეეჯახა, მათ გადაწყვიტეს დროებით გამოეყენებინათ ძველი ბანკნოტები 20 ათასი ზაირი. ბანკნოტებზე ძველი დიქტატორის სახე ამოჭრეს.


100 ტრილიონი დოლარი (ზიმბაბვე)image


2009 წლის იანვარში ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმა დაიწყო ადგილობრივი დოლარის 100 ტრილიონიანი ბანკნოტების გამოშვება. იმ დროისათვის ზიმბაბვეში ინფლაციის დონე მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. ეს ბანკნოტა შეიძლებოდა გაგეცვალათ 300 აშშ დოლარზე. 2008 წელს ინფლაციამ მიაღწია გამაოგნებელ ციფრს 231 მილიონ პროცენტს. პური ღირდა 300 მილიარდი ზიმბაბვური დოლარი.


100 მილიონი მილიარდი პენგო (უნგრეთი)image


მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრულმა პენგომ უზარმაზარი ინფლაცია განიცადა. 1946 წელს უნგრეთში გაჩნდა ბანკნოტა 100 მილიონი მილიარდი პენგო. ციფრებით ეს ასე გამოისახება 100 000 000 000 000 000 000 პენგო. ქვეყანაში ფასი ორმაგდებოდა დაახლოებით ყოველ 15 საათში. 1946 წლის ივლისში მთავრობამ პენგო ფორინტით შეცვალა, რომელიც დღესაც უნგრეთის ოფიციალური ვალუტაა. ეს ბანკნოტა მართლაც დაიბეჭდა თუმცა მიმოქცევაში არასოდეც ჩაშვებულა.


ყველაზე ძველი ბანკნოტა 1380 წელი (ჩინეთი)image


ისტორიაში ცნობილი ყველაზე ძველი ქაღალდის ბანკნოტები ჩვენი წელთააღრიცხვის 800 წლის ჩინეთს მიეკუთვნება. ერთადერთი შენახული კი დაახლოებით 1380 წელს დაიბეჭდა ჩინეთში.

0
64
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0